„რუსთავი 2“–ის ადვოკატები: თბილისში შუქი მოსამართლე ურთმელიძის გამო გამორთეს

© photo: Sputnik / А. Варфоломеев / გადასვლა მედიაბანკშინათურა
ნათურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგოკომპანია „თელასი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ატარებს. დღეს ელექტროენერგიის გამორთვა დედაქალაქის შვიდ რაიონშია დაგეგმილი.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. „რუსთავი 2“–ის ადვოკატები კვლავ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის საქმიდან ჩამოშორების მოთხოვნას აპირებენ, რომელიც ტელეკომპანიის საქმეს განიხილავს, ამჯერად ამ მოთხოვნის საფუძველი თბილისის ზოგიერთ რაიონში შუქის გეგმიური გამორთვა იქნება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.

საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
დეპუტატი: შეიძლება "რუსთავი 2"– ის გენდირექტორი არავის დაუშანტაჟებია

„როგორც ვიცით, გავრცელდა საჯაროდ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მოსამართლე იყოს უკანონო გარიგებაში სააქციო საზოგადოება „თელასის“ იურიდიული სამსახურის უფროსთან მიმართებაში…

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ კვლავ ვაყენებთ მისი საქმიდან აცილების საკითხს“, – განუცხადა ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა ჟურნალისტებს. 

ენერგოკომპანია „თელასი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ატარებს. დღეს ელექტროენერგიის გამორთვა დედაქალაქის შვიდ რაიონშია დაგეგმილი.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გარემოებებია ეს. ის გარემოებები, რაც აქამდე იყო ცნობილი, ახალი შუამდგომლობის საფუძველი არ გახდება“, – განაცხადა ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი მოსახლეობას ტელეარხის დაცვისაკენ მოუწოდებს

გვარამიას განცხადებაზე, რომ ხუთშაბათს სასამართლო ხალვაშის სასარგებლოდ არაობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს ჯერ ცნობილი არ არის.  

„ჯერ არ ვიცით, მოვასწრებთ დღეს პროცესის დასრულებას თუ არა. თქვენგან გავიგე, რომ მოპასუხეს ახალი შუამდგომლობები აქვს. წინა პროცესი გაჭიანურდა. იგივე შეიძლება მოხდეს დღესაც“, – განაცხადა ადვოკატმა.

წინა სასამართლო სხდომაზე, 19 ოქტომბერს „რუსთავი2“–ის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატებმა „არაობიექტურობის“ გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის საქმიდან აცილება მოითხოვეს. 

მოსამართლე ურთმელიძემ მტკიცებულებების არარსებობის გამო შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 


ყველა ახალი ამბავი
0