17:14 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მომხრეები დასჯას იმსახურებენ

© фото : Александр Имедашвили, NEWSGEORGIA.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
4101

პრემიერ–მინისტრის თქმით, „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისა და ყოველგვარი პროვოკაციის შეწყვეტის ბოლო შანსი აქვს.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქართველი ხალხისგან სასჯელს იმსახურებენ, — განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გასულ უქმეებზე ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული. როგორც დადგინდა, ეს ყველაფერი 2011 წელს ჩაიდინეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა. ძალადობის მსხვერპლი ორი ადამიანი გახდა, რომლებიც ზუგდიდის ტყეში გაიტაცეს და წინასწარ მომზადებულ კონსპირაციულ მიწურში გადაიყვანეს.

„მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ხალხმა  ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისა და ყოველგვარი პროვოკაციის შეწყვეტის ბოლო შანსი აქვს. 

„დიახ, ჩვენ ვეთანხმებით, რომ (კადრების გავრცელება) ძალიან ცუდია. საზოგადოებამ შოკისმომგვრელი კადრები იხილა. სხვათა შორის, ორი წლის წინ, როდესაც ეს საქმე იქნა გამოძიებული ჩემი (შინაგან საქმეთა) მინისტობის პერიოდში, ჩვენ მაშინ შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ არ შეიძლებოდა ამ კადრების გავრცელება, რათა არ გამოგვეწვია საყოველთაო აგრესია „ნაციონალების“ მისამართით. ჩვენ დავიცავით ეს ხალხი, როგორც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს. გამოვავლინეთ ჰუმანურობა, მაგრამ მათ ეს არ ესმით“, — განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერ–მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც შესაძლოა დღეს მოაწყონ თბილილსის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც სასამართლო სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. 

„მე მითხრეს, რომ თითქოს "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები, რეალურად კი "ნაციონალური მოძრაობა", სადისტების მხარდამჭერები, აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. მე გაფრთხილებთ ყველას, რომ ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციებს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„ციხის სკანდალიდან“ სამი წლის თავზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიციის თანამშრომლების მიერ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.  

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ყველაფერი 2011 წელს ჩაიდინეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა. ძალადობის მსხვერპლი ორი ადამიანი გახდა, რომლებიცზუგდიდის ტყეში გაიტაცეს და წინასწარ მომზადებულ კონსპირაციულ მიწურში გადაიყვანეს.  


მთავარი თემები