პოლიტოლოგი: „ილხამ ალიევის საქართველოში ვიზიტი მეგობრობის დადასტურებაა“

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშიილხამ ალიევი
ილხამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ვიზიტით 6 ნოემბერს ეწვევა.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თვლის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობებს განვითარების დიდი პერსპექტივები აქვს. 

 „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას დიდი პერსპექტივები აქვს. აზერბაიჯანული ბიზნესი საქართველოში საკმაოდ აქტიურია და მისასალმებელი იქნება, თუ ქართული ბიზნესიც იაქტიურებს აზერბაიჯანში. მე  წარმატებულად და დინამიურად შევაფასებდი ასევე  სატრანზიტო პოლიტიკასაც“, –აღნიშნა გია ხუხაშვილმა. 

 2015 წლის იანვარ-სექტემბერის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო  პარტნიორების ათეულში მეორე ადგილს იკავებს. (591 მლნ. აშშ დოლარი) 

 გია ხუხაშვილის აზრით, გაზისა და ნავთობის ტრანზიტთან და სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული საკითხები იქნება მთავარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის   საქართველოში ვიზიტისას განსახილველ თემებს შორის.

 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან  უკვე განიხილა იმ ორმხრივი დოკუმენტების პროექტები, რომლებსაც ნოემბერში დაგეგმილი ვიზიტისას  უნდა მიეწეროს ხელი.

 „ჩვენ ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აზერბაიჯანმა და საქართველომ მალე მსოფლიოს — შუა აზიას, ჩინეთს — ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი უნდა წარუდგინონ“, — განაცხადა მამედიაროვმა. 

 საქართველომ და აზერბაიჯანმა დაადასტურეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურთიერთპატივისცემა, — განაცხადა კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ კონფერენციაზე. 

„ჩვენი ქვეყნები აპირებენ, განაგრძონ და განავითარონ თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ენერგოტრანზიტულ პროექტებში. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტორები გავხდეთ“, — განაცხდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

 აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ვიზიტით 6 ნოემბერს  ეწვევა.

 „ეს ვიზიტი, პირველ რიგში, დადასტურებაა იმ მეგობრული ურთიერთობებისა, რაც არის ორ ქვეყნანას  შორის“,–აღნიშნა გია ხუხაშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0