03:41 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერი: შანტაჟის შესახებ გვარამიას განცხადება უნდა გამოვიძიოთ

© facebook.com/GaribashviliOfficial.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ (73)
1401

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებით აშანტაჟებენ და მისგან თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვებას მოითხოვენ.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის განცხადება შანტაჟის შესახებ პროვოკაციას წააგავს, ამ საკითხის გამოძიება მაინც აუცილებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე. 

გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებით აშანტაჟებენ და მისგან თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვებას მოითხოვენ. გვარამიას განცხადებით, ანონიმურმა წყარომ მას აცნობა, რომ ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს სასამართლო გადაწყვეტილებას ბიზნესმენ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს.

„გუშინ უკვე ვესაუბრე მთავარ პროკურორს და ვიცი, რომ გუშინვე დაიწყეს ამ საქმის შესწავლა და გამოძიება. ერთი შეხედვით, ეს პროვოკაციას ჰგავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს ბოლომდე უნდა შევისწავლოთ და გამოვიძიოთ. და თუ ამ ადამიანს ნამდვილად ვიღაც ემუქრებოდა რაღაც ვიდეოთი, ჩვენც უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როდესაც გვარამიას უსმენდა, მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ის რაღაცას მალავს. 

ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება დაიწყო. გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

გუშინ, სასამართლო განხილვის დროს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს მხოლოდ შანტაჟის ფაქტზე არ განუცხადებია, მან ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს იმ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც, მისი აზრით, აპრიორი უკანონო იქნება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.


თემები:
დავა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ (73)

მთავარი თემები