პროკურატურა შანტაჟის შესახებ „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის განცხადებას იძიებს

© photo: Nika Gvaramia / FBნიკა გვარამია - რუსტავი 2-ის გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია - რუსტავი 2-ის გენერალური დირექტორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებით აშანტაჟებენ და მისგან თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვებას მოითხოვენ.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიებას შეუდგა. გვარამიას განცხადებით, მას ხელისუფლების წარმომადგენლები აშანტაჟებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი 2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი მოსახლეობას ტელეარხის დაცვისაკენ მოუწოდებს

გუშინ გვარამიამ განაცხადა, რომ ესაუბრა ადამიანს, რომელმაც მას ხელისუფლების გზავნილი გადასცა. ტელეკომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ მას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებით და ითხოვენ, რომ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს. მისი თქმით, ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ ხუთშაბათს სასამართლო გადაწყვეტილებას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს.

 „ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, მისი იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, – განაცხადა პროკურატურის პრეს–სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მან აღნიშნა, რომ გამოძიება საქართველოს სსკ–ის 150–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარმა პროკურატურამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გვარამია უწყებაში დაკითხვაზე ხუთშაბათს დაიბარეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0