პრეზიდენტი ევროსაბჭოს მომხსენებლებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსაბჭოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს მომხსენებლებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და  რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, იტყობინება სამშაბათს, 13 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური. 

 ქვეყანაში სიტუაციის შესასწავლად, ქვეყანაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ბორის ცილევიჩი (Boriss Cilevics) და კერსტინ ლუნდგრენი (Kerstin Lundgren) ჩამოვიდნენ. 

 „საქართველოში არსებული სიტუაციის შესასწავლად მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. ვითარების შესწავლის პროცესში კი,  მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციის გაგება.  ამ მხრივ დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო”, — აღნიშნა კერსტინ ლუნდგერნმა.

 საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ევროსაბჭო აკვირდება საქართველოს მიერ  საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების პროცესს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიზებულია

 „ზოგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა მოსაზრებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის აზრთა გაცვლა მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს“, — აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

 შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, კახა კოჟორიძე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.

 ევროსაბჭოს წარმომადგენლები სამშაბათს ასევე შეხვდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. იგეგმება შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და  საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებთან. 


ყველა ახალი ამბავი
0