კალაძე: ურთიერთობები „გაზპრომთან“ იყო, არის და იქნება მომავალშიც

© RIA Novosti . / Тарас Литвиненкоგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს „გაზპრომთან“ რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალ გაზსადენზე ტრანზიტის გაზრდაზე.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik.  რუსულ კომპანია “გაზპრომთან“ ურთიერთობები იყო წლების წინ, არის და იქნება მომავალშიც, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების კომენტირებისას. 

 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს „გაზპრომთან“  რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალ გაზსადენზე ტრანზიტის გაზრდაზე. ასევე რუსული გაზის კომერციული ოპერატორებისა და კერძო კომპანიებისათვის მიწოდების შესაძლებლობაზე. 

 კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის თანამშრომლობდა რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 

"ჩვენი ხელისუფლებაც, წინა ხელისუფლებაც და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა გაზპრომთან და პრობლემა არ შექმნილა. მაშინაც კი, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით — 2008 წელს, ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც შემოგვქონდა რუსეთიდან და პრობლემა და კითხვა არ გაჩენილა. რატომ ჩნდება დღეს, როდესაც წინა ხელისუფლების ხერხემალი ღიად ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს ინვესტიციებთან მიმართებაში“, — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
საქართველოში გაზპრომთან მოლაპარაკებებს აკრიტიკებენ

 "ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და ენერგეტიკულ მიმართულებას ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში. ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება," — განმარტა კახა კალაძემ.  

 სექტემბერში „გაზპრომის“ მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მესამე ქვეყნებში ტრანზიტის საკითხებს.


ყველა ახალი ამბავი
0