17:28 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტმა მთავრობას ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვისაკენ მოუწოდა

© Sputnik/ Александр Имедашвили
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
6 0 0

მინისტრის თქმით, შეხვედრები „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან სამუშაო ხასიათს ატარებს და სისტემატურად იმართება. თუმცა ეს მოლაპარაკებები ქართული ოპოზიციისა და მედიის მკვეთრი კრიტიკის საგანი გახდა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილონ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის საკითხი. 

 „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოთ და განიხილოთ შემდეგი საკითხი: „საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობა“, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში. იქვე აღნიშნულია, რომ მთავრობის სხდომას საქართველოს პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი დაესწრებიან. 

 ენერგოუსაფრთხოების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სექტემბერში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთან შეხვედრის შესახებ საუბრისას, მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია რუსული გაზის ტრანზიტის მოცულობის გაზრდა იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო მას აზერბაიჯანულ გაზთან შედარებით, კონკურენტუნარიანი ფასით შეიძენს. 

 მინისტრის თქმით, შეხვედრები „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან სამუშაო ხასიათს ატარებს და სისტემატურად იმართება. თუმცა ეს მოლაპარაკებები ქართული ოპოზიციისა და მედიის მკვეთრი კრიტიკის საგანი გახდა. 

 ორშაბათს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანაში გაზის ძირითადი შემომტანი აზერბაიჯანია და აზერბაიჯანული მომწოდებლის რუსულით ცანაცველბა არ იგეგმება. ამასთან მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მედიას და ოპოზიციას არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში უსაფუძვლო განცხადებებით. 

 პრეზიდენტის მიმართვის კომენტირებისას, კახი კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არანაირი პრობლემა ენერგოდამოუკიდებლობისა არ არსებობს. „რატომ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში ჩემთვის გაურკვეველია. ამ მიმართულებით ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თუკი პრეზიდენტს რაიმე აინტერესებს, მე შემიძლია ადმინისტრაციას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო დღევანდელი ენერგეტიკული მდგომარეობის შესახებ“, — უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს. 

 

 

მთავარი თემები