პრემიერმა აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა

© Government of Georgiaღარიბაშვილის მთავრობა
ღარიბაშვილის მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმს რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელიპირები და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. აბრეშუმის გზის ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გონივრულ გამოყენებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

2015 წელის  საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარების ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისში გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გამოვიდა 2014 წლის ოქტომბერში. ფორუმი რომლის მიზანია  „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“, ახალი იდეების მოძიებას ემსახურება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და ადამიანური ურთიერთობების სფეროში. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმისთვის ემზადებიან

„საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპ ოლიტიკური მდებარეობა და საჭიროა ამის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. ჩინეთში ვიზიტისას ჩინეთის პრემიერმა დამიდასტურა მზაობა, რომ ჩინეთი იწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა მთელს ევროპის კონტინენტზე, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, — განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდება უნიკალური ადგილი, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, რუსეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან, რომელიც მილიარდ 500 მილიონი მომხმარებლის ბაზარია.

„რაც ყველაზე მთავარია, ჩინეთის მთავრობის თხოვნა იყო, გამხდარიყვნენ ღონისძიების თანაორგანიზატორები, რასაც ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით“, — აღნიშნა პრემიერმა.

ფორუმს  რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზებაში ჩართულ ყველა უწყებას, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციას და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი წარმატებული დასაწყისი გახდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0