17:13 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებულია

© фото : www.facebook.com/SaakashviliMikheil.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1601

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო მეთვალყურეობის შესახებ ცვლილებების მოწინააღმდეგეთა კრიტიკისას განაცხადა, რომ კანონპროექტზე „ხელოვნური აჟიოტაჟი“ „ინვესტორების შეშინების“ მიზნით „უპასუხისმგებლო“ კრიტიკოსებმა ატეხეს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირების შეჩერების შესახებ პოლიტიკურად ანგაჟირებულია, განაცხადა მმართველი კოალიცია „ქართული ცონების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ. 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს, 12 ოქტომბერს, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების სარჩელის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა საკანონმდებლო ნორმები, რომელთა თანახმადაც უნდა ამუშავებულიყო საფინანსო ზედამხედველობის სამსახური. 

 „საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კონსტიტუციურ დარღვევებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია განცხადება არც ერთ იურისტს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ღრმად ერკვევიან ამ საკითხებში“, — განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს სამშაბათს, 13 ოქტომბერს. 

 საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა 22 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ საზედამხედველო სამსახურის ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოყოფა ნაკარნახევია არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოტივებით. 

  პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებების თანახმად, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო დაკავდება კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისათვის ლიცენზირების, შემოწმების, რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებით. 

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინანსური მეთვალყურეობის ფუნქციების ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშ დატოვებასა და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოითხოვდა, თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და 2015 წლის 11 სექტემბერს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა.

 საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო მეთვალყურეობის შესახებ ცვლილებების მოწინააღმდეგეთა კრიტიკისას განაცხადა, რომ კანონპროექტზე „ხელოვნური აჟიოტაჟი“ „ინვესტორების შეშინების“ მიზნით „უპასუხისმგებლო“ კრიტიკოსებმა ატეხეს.

 

 

თემაზე

ქადაგიძე: საბანკო ზედამხედველობის სამსახურის სებ-იდან გამოყოფა ანტიკონსტიტუციურია

მთავარი თემები