„ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას ივანიშვილის კაპრიზზე

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა 22 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის ხელიუფლებას მოუწოდა, უარი თქვას საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს  ამოქმედებაზე და ამგვარად თავი აარიდოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის,  თამაზ მეჭიაურის პოლიტიკურ ზეწოლას. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს, 12 ოქტომბერს, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების სარჩელის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა საკანონმდებლო ნორმები, რომელთა თანახმადაც უნდა ამუშავებულიყო საფინანსო ზედამხედველობის სამსახური. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
დეპუტატი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა განახორციელეს

„საკონსტიტუციო სასამართლოს წყალობით, საბანკო სისტემა არ აღმოჩნდება ივანიშვილი-მეჭიაურის პოლიტიკური ზემოქმედების ქვეშ. თუმცა, ეს დროებით. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოიყენოს ეს პაუზა, გადახედოს ერთი კაცის კაპრიზს და მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა სააგენტო არ ამოქმედდეს“, — განაცხადა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა. 

ეროვნული ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციებს შეასრულებს

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა 22 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ საზედამხედველო სამსახურის ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოყოფა ნაკარნახევია არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოტივებით. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0