ავღანეთში გაეროს უფროსი სამხედრო მრჩეველი ვლადიმერ ჩაჩიბაია გახდა

© facebook.com/mfageorgiaვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმერ ჩაჩიბაიას მთავარი ამოცანა გაეროს მისიის ავღანეთის თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაცია იქნება. საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ასევე მისცემს სამხედრო რჩევებს სპეციალურ წარმომადგენელს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ავღანეთში გაეროს მისიის უფროს სამხედრო მრჩევლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური. 

ვლადიმერ ჩაჩიბაიას მთავარი ამოცანა გაეროს მისიის ავღანეთის თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაცია იქნება. საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ასევე მისცემს სამხედრო რჩევებს სპეციალურ წარმომადგენელს.

„მეყოლება მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხო ქვეყნების სამხედრო ოფიცრებისგან. ყოველკვირეულად მოვამზადებთ ანგარიშს და რეკომენდაციებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე პასუხისმგებლები ვართ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე. ვიმუშავებთ ანალიზზე“, – განაცხადა გენერალმა. 

გაეროს მისიის მრჩეველი პირდაპირ კავშირზე იქნება ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების შტაბის სამშვიდობო ოპერაციებისა და სამოქალაქო-სამხედრო დეპარტამენტთან.

ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება და მაღალი მრჩევლის თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში დაჰყოფს.

ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა ექსპერტმა შეაფასა

გაეროს ავღანეთის დახმარების მისია (МООНСА/UNAMA) 2002 წლის 28 მარტს დაფუძნდა. 

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ნატოს ახალი მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ იმყოფება. ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support Mission) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების წვრთნებსა და დახმარების აღმოჩენას გულისხმობს. საქართველო ამ მისიაში 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობს.

მისიამ ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ოპერაციის სტადიის დასრულების შემდეგ დაიწყო მოქმედება. 2015 წლის დასაწყისში, ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 ათასამდე კაცი განალაგეს. 

არასაბრძოლო მისიაში ქართველი სამხედროები 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0