ოპოზიცია ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ უშუალო ჩარევით დაიხურა პოლიტიკური თოქ-შოუები და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ერთ-ერთი წამყვანი არხის, „რუსთავი 2-ის“ ნორმალური ფუნქციონირება და არსებობა, — ნათქვამია საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მედიის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედების შეწყვეტის თაობაზე განცხადებას ცხრა არასაპარლამენტო პარტიამ მოაწერა ხელი, — იუწყება ქართული მედია 13 ოქტომბერს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს, ტელეკომპანიის ქონება და მფლობელთა წილები დაყადაღებულია, ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. 

სექტემბრის დასაწყისში ორი მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა: „რეაქცია“ ტელეარხ „იმედზე“ და „პირველი სტუდია“ საზოგადოებრივი მაუწყებელზე. 

ტელესტუდია - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია: მედიაზე ზეწოლა მთავრობას არ გამოადგება

საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ უშუალო ჩარევით დაიხურა პოლიტიკური თოქ-შოუები და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ერთ-ერთი წამყვანი არხის, „რუსთავი 2"-ის ნორმალური ფუნქციონირება და არსებობა, — ნათქვამია საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში. 

ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება გამოიწვია ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც, რის საფუძველზეც, 5 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქციის სამ მონაწილეს, რომლებსაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ. 

„მიგვაჩნია, რომ პლურალისტური გარემოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესია და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო კრიტიკულად განწყობილი მოქლაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა მმართველი ძალის ლეგიტიმური სივრციდან გასვლის წინაპირობაა, რაც საბოლოო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების უზურპაციის საფუძველს იძლევა“, — აღნიშნულია განცხადებაში. 

რუსთავი 2–ის შენობა - Sputnik საქართველო
ოპოზიცია: საქართველოს ხელისუფლება თავისუფალ მედიას ატერორებს

არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებისა და პერსონალურად ივანიშვილისგან ავანტიურის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვენ, რომელიც დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი კონსტიტუციით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს დემოკრატიის ფუნდამენტური  პრინციპების დასაცავად. 

განცხადებას ხელს აწერენ: „ლეიბორისტული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ახალი მემარჯვენეები“, „თავისუფალი საქართველო“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „თავისუფლების პარტია“, ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა“ და „რეფორმატორები“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0