კვირიკაშვილი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა აქტუალობა არ უნდა დაკარგოს

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი ნიუ–იორკში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს გაეროს გენასამბლეის 70–ე სესიის მუშაობაში. ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი 60–მდე შეხვედრას გამართავს სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციების ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik.  საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აშშ–ის მმართველ წრეებში უფრო აქტუალური იყოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგარეო უწყების პირველი პირი ნიუ–იორკში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს გაეროს გენასამბლეის 70–ე სესიის მუშაობაში. ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი 60–მდე შეხვედრას გამართავს სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მინდა გამოვთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლათფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი" – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს, 28 სექტემბერს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საფუძველზე გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0