საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა

© courtesy of Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი ჯარისკაცია.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა, ამასთან, ქვეყანა შემდგომ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას აპირებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ნიუ-იორკში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო გაეროს გენასამბლეაში და პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავს.

მთაავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
ავღანეთში ნატოს მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო დაიღუპა

„ჩვენ ვიქნებით მეოთხე ნატოს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საფრანგეთის შემდეგ ჩვენ ვიყავით ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. წელსაც საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიმდინარე მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში," — აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, „ქართული მხარე გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას აპირებს“.

 „დღეს საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალა… ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დღევანდელ დღის წესრიგს და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მრავალწლიან ტრადიციას — წვლილს შევიტანთ სახელმწიფოთაშორის სამშვიდობო ძალებში. ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ვალდებულების შესრულებას. საქართველოს მებრძოლები ყოველთვის იდგებიან მოკავშირეების გვერდით ყველგან, სადაც ჩვენი ყოფნა საჭიროა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0