მარგველაშვილმა აშშ–ში დაღუპულ ქართველ კურსანტებს პატივი მიაგო

© facebook.com/Margvelashviliმარგველაშვილი აშშ–ში ვიზიტისას
მარგველაშვილი აშშ–ში ვიზიტისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამერიკულ აკადემიაში სამხედრო პატივით მიიღეს. მარგველაშვილმა ქართველი მებრძოლების ხსოვნის მემორიალი დაათვალიერა და კურსანტების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში კონექტიკუტში, სანაპირო დაცვის აკადემია (United States Coast Guards Academy) მოინახულა და აშშ–ში დაღუპული ქართველი კურსანტების  ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამერიკულ აკადემიაში სამხედრო პატივით მიიღეს. მარგველაშვილმა ქართველი მებრძოლების ხსოვნის მემორიალი დაათვალიერა და კურსანტების წინაშე სიტყვით გამოვიდა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამშაბათს, 29 სექტემბერს.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ძალზე ემოციურია ის ფაქტი თუ რამდენად თბილად და მეგობრულად ხვდებიან საქართველოდან აშშ–ში ჩასულ ქართველ სტუდენტებს მათი თანაკურსელები. კადეტების მხრიდან ეს პატივისცემა კარგად გამოჩნდა ქართველი გარდაცვლილი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძისადმი გამოხატულ სითბოსა და მადლიერებაში.

რიგითები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში თავისუფალ მსმენელად ირიცხებოდნენ და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის სტუდენტები იყვნენ. მიმდინარე წლის მარტის თვეში, ისინი ნიუ–ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპნენ.  


ყველა ახალი ამბავი
0