მსოფლიო ბანკმა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის მაჩვენებლები შეაფასა

გამოწერა
გლობალური მმართველობის ინდიკატორებით შეფასებულ 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით,  საქართველოს ეფექტური მმართველობის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლები აქვს და ეს ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის რეზულტატია, განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსოფლიო ბანკმა 2014 წლის ანგარიში – მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა „Worldwide Governance Indicators“ გამოაქვეყნა, რომელიც 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით შეფასებულ 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

საქართველომ საუკეთესო შედეგები აჩვენა ნორმატიულ–სამართლებრივი რეგულაციების (79,3%) ხარისხის, კორუფციასთან ბრძოლის (75,5%), მთავრობის ეფექტური მუშაობის (71,6%), კანონის უზენაესობის (64,4%), გამოხატვის უფლებისა და ანგარიშვალდებულების (55,5%) და პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის აღმოფხვრის(35,9%) სფეროში.

„ეს რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც მთელი 18 წლის მანძილზე საქართველოს და მის ხელისუფლებას არასდროს მიუღწევია. რაც მთავარია, ეს კვლევა ისეთი ავტორირეტული კომპანიის მიერაა ჩატარებული, როგორიც მსოფლიო ბანკია. და ეს მაჩვენებლებია სწორედ პასუხი  ყველა სკეპტიკურად განწყობილი ადამიანისთვის, რომლებიც უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებს სამი წლის განმავლობაში. ეს ჩვენი მუშაობის რეზულტატია“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0