საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესოტ ნოტა გადაუგზავნა

გამოწერა
ივლისში რუსეთისთვის გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევებზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

თბილისი, 11აგვისტო — Sputnik.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საპროტესტო ნოტა გადასცა. დოკუმენტი ოფიციალურ მოსკოვს შვეიცარიის საელჩოს საშუალებით გადაეცა, იტყობინება უწყება ორშაბათს, 10 აგვისტოს.

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი სოფ. ხურვალეთთან და წითელუბანთან დადგეს. მანამდე, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისსაც იქნა დამონტაჟებული, თუმცა 14 ივლისს სოფ. ხურვალეთთან ქართველმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ჩამოხსნეს ბანერი.

ივლისში რუსეთისთვის გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევებზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.   ქართული მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ორშაბათს, 10 აგვისტოს სოფ. თამარაშენთან 800 მეტრით „გადმოწიეს“ საზღვარი და ახალი ბანერი დააყენეს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საქართველომ საპასუხოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთთან, პარლამენტის გადაწყვეტილებით კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა. 

 საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, თუმცა, არა ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე.


ყველა ახალი ამბავი
0