00:22 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
ევროკავშირი

ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის მანდატი გაზარდოს

Public Domain
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

სიტუაცია ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ადმინისტრაციულ საზღვართან მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან გაჩნდა აბრები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნეს, აბრები რუსმა სამხედროებმა დააყენეს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ევროკავშირი აპირებს გაზარდოს დამკვირვებელთა მანდატი საქართველოში, ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ სამშაბათს, 21 ივლისს განუცხადა ჟურნალისტებს. 

 სიტუაცია ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ადმინისტრაციულ საზღვართან მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან გაჩნდა აბრები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნეს, აბრები რუსმა სამხედროებმა დააყენეს. 

 „ვფიქრობ სიტუაცია მართლაც არ არის მარტივი, ევროკავშირი, როგორც დამკვირვებელთა მისია, აპირებს კიდევ უფრო გაზარდოს, ინტენსიური გახადოს თავისი სადამკვირვებლო მანდატი“, — განაცხადა ვოლსკიმ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან  კესტუტის იანკაუსკასთან (Kestutis Jankauskas) შეხვედრის შემდეგ.

 ვოლსკიმ და ევროკავშირის მისიის დამკვირვებელთა ხელმძღვანელმა ცხინვალის რეგიონის  „საზღვარზე“  ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები განიხილეს, ასევე  საპარლამენტო უმრავლესობის შესაბამისი რეზოლუციის პროექტი. 

თემაზე

„საზღვრისპირა“ სოფლების გაზიფიკაცია გრძელდება
ევროსაბჭოს პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“ ეწვია
ენუქიძე: ოსური მხარე სოფელ კნოლევის მცხოვრებს გაათავისუფლებს

მთავარი თემები