მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“ ეწვია

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. მათი საუბრის ერთ–ერთი უმთავარესი თემა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარება გახლდათ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სამშაბათს, 21 ივლისს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს მდებარე სოფელ ნადარბაზევს ეწვია და ადგილზე გაეცნო ვითარებას, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. 

ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან  გამოჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ბანერები რუსმა სამხედროებმა დააყენეს. 

სოფელ ნადარბაზევში ტუსკი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. 

გუშინ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. მათი საუბრის ერთ–ერთი უმთავარესი თემა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარება გახლდათ. 

დონალდ ტუსკი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებსსაც შეხვდა და ასევე ეწვია გმირთა მოედანს, სადაც ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. 

ვიზიტის ბოლო დღეს, 21 ივლისს ევროსაბჭოს პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ასევე შეხვდება საპარლამენტო ოპოზიციასაც. 


ყველა ახალი ამბავი
0