მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს პრემიერი: ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღარიბაშვილმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე ფასდაუდებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ხუთშაბათს, 2 ივლისს.

ღარიბაშვილმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

”დიდი მადლობა პირადად ბატონ ელჩსა და თქვენ ყველას საქართველოს მხარდაჭერისთვის. ამერიკა არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და თქვენი წვლილი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებაშიფასდაუდებელია. 1776 წლის 4 ივლისს კონტინენტურმა კონგრესმა დაამტკიცა დამოუკიდებლობის დეკლარაციის საბოლოო ვერსია. ეს იყო დიდი დღე ამერიკის ისტორიაში და არანაკლებ დიდი დღე მთელი მსოფლიოსთვის. მართალია, ჩვენი 24-წლიანი დემოკრატია ბევრად უფო ახალგაზრდაა, ვიდრე თქვენი, ჩემთვის ნათელია პარალელები, რომლებიც არსებობს ჩვენი დიადი ქვეყნების დამოუკიდებლობის მოძრაობებს შორის,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე საქართველოს ამოძრავებდა თავისუფლების იგივე პრინციპები, რომლებმაც სული ჩაუდგეს ამერიკის რევოლუციას. უდიდესი საფრთხის მიუხედავად, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არასდროს შეჩერებულა. 

„აღფრთოვანებული ვარ, რამდენად გრძელი გზა განვლო საქართველომ დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე არა მხოლოდ 22 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველად ვესტუმრე, არამედ იმ უკანასკნელ სამ წელიწადშიც, რაც მე და მერი (ელჩის მეუღლე) აქ ვართ," — განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.


ყველა ახალი ამბავი
0