ენმ: გეოლოგების დასკვნის გარეშე ახალი გზის მშენებლობა არ განხორციელდებოდა

© photo: Sputnikგზის რემონტი
გზის რემონტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, რომელიც თბილისში 14 ივნისის ღამით მოხდა, ქალაქის პროკურატურამ მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ზომების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა ირაკლი აბესაძემ ტყუილი უწოდა განცხადებას იმის თაობაზე, რომ გმირთა მოედანი – თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გეოლოგების დასკვნის გარეშე აშენდა.

დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, რომელიც თბილისში 14 ივნისის ღამით მოხდა, მთავარმა პროკურატურამ მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ზომების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის საფუძველზე, მერიიდან გამოთხოვილი იქნა  2009 წელს ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

 „ ახალი გზის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით გეოლოგების დასკვნის არარსებობა რეალობას მოკლებულია, რადგანაც გეოლოგების დასკვნის გარეშე შესაძლებელი არ იქნებოდა ახალი გზის მშენებლობა. ვფიქრობ, ყოველივე ეს საზოგადოების შეცდომაში შყვანის მიზნით კეთდება“, – განაცხადა აბესაძემ.

ორშაბათს, გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პროკურატურის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაში გეოლოგების დასკვნა არ იყო. მოგვიანებით, ქალაქის ვიცე–მერმა დიმიტრი ქუმსიაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი გზის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

14 ივნისის ღამის სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0