„ნაცმოძრაობა“: მინისტრთა კაბინეტმა პრემიების სახით 20,7 მლნ დოლარი გასცა

© пресс-служба Ираклия Гарибашвилиსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამდებობის პირებს შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ლიდერობს, რომელმაც მხოლოდ ერთ თვეში პრემიის სახით 6 ათას 550 ლარი (დაახლოებით 2,8 ათასი აშშ დოლარი) მიიღო.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს 16 სამინისტროში 2014 წლის განმავლობაში პრემიების და სახელფასო დანამატების სახით დაახლოებით 48 მლნ ლარი (დაახლოებით 20,7 მლნ აშშ დოლარი) გაიცა, ამტკიცებს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

 პრემიებსა და დანამატებზე ოფიციალური ინფორმაცია ყველა სამინისტროში მოითხოვეს, მაგრამ პასუხი არ მოსულა სამიდან — იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შს სამინისტროებიდან.

 „ამ თანხის ლომის წილი თანამდებობის პირებზე მოდის — მინისტრებზე, მათ მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებზე. დღევანდელი მონაცემებით, ამ 16 სამინისტროში 75 მინისტრი და მისი მოადგილეა, რომლებზეც 2,5 მლნ ლარზე მეტი (დაახლოებით 1,08 მლნ აშშ დოლარი) გაიცა“, — განაცხადა სამშაბათს, 2 ივნისს ლევან თარხნიშვილმა.

 მისი თქმით, ზემოაღნიშნულ სამინისტროებში დასაქმებულია 63 ათას 302 ადამიანი.

 „მარტივი დაანგარიშებით, თითოეული რიგითი თანამშრომელი იღებდა მხოლოდ 57 ლარს საშუალოდ (პრემიის ან დანამატის სახით), ანუ შეგვიძლია შევადაროთ — თითქმის 3000 ლარი პრემია მინისტრებისთვის და მათი მოადგილეებისთვის, 1200 ლარი პრემია დეპარტამენტის უფროსებისთვის და მხოლოდ 57 ლარი რიგითი თანამშრომლებისთვის“, — აღნიშნა თარხნიშვილმა. 

 ამასთან, თანამდებობის პირებს შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ლიდერობს, რომელმაც მხოლოდ ერთ თვეში პრემიის სახით 6 ათას 550 ლარი (დაახლოებით 2,8 ათასი აშშ დოლარი) მიიღო და მისმა შემოსავალმა ხელფასთან ერთად 12 500 ლარი (დაახლოებით 5,4 ათასი დოლარი) შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0