მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სააკაშვილი უკრაინაში ”ნაცმოძრაობის” წევრებთან კონსულტაციებს გამართავს

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალ კვირაში პარტიის წევრები მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებს გამართვენ. შეხვედრაზე მოხდება სამომავლო გეგმების განხილვა, აცხადებენ პარტიის ოფისში.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს უკრაინაში მომავალ კვირას შეხვდება და მათთან სამომავლო გეგმებს განიხილავს, განაცხადეს სამშაბათს, 2 ივნისს ყოფილი მმართველი პარტიის პრეს-სამსახურში.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს 30 მაისს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ასევე ხელი მოაწერა მისი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის ბრძანებულებას. საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის გაუქმებას ითვალისწინებს, თუ მოქალაქემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

”მომავალ კვირაში პარტიის წევრები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებს გამართავენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ”, — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

25 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს  პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.  


ყველა ახალი ამბავი
0