საქართველო საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერს ხელს

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშისაჰაერო სივრცე
საჰაერო სივრცე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციაში გადასული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ყოფილ მოკავშირეებს, კერძოდ, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმების ხელის მოწერის ჩაშლის წინასწარ განზრახვაში ადანაშაულებს.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველო ძალიან მალე მოაწერს ხელს საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებას, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველი არხის ეთერში.

 „შემიძლია ვთქვა, შეცდომა იყო ყველაფერი, რაც ამ თემაზე ქართულ მედიაში იყო  ჩემამდე  ნათქვამი. ამ გადმოსახედიდან იყო აბსოლუტურად არასწორი კომუნიკაცია. მე არ ვაპირებ დათმობაზე წასვლას. შემიძლია დავადასტურო: დიახ, ჩვენ ძალიან მალე მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას (საჰაერო უსაფრთხოების შესახებ)“, –  განაცხადა ხიდაშელმა ბრიუსელში ვიზიტის დროს.

ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის პირველი ქალი–მინისტრია, ის ამ პოზიციაზე 1 მაისს დაინიშნა.

ოპოზიციაში გადასული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ყოფილ მოკავშირეებს, კერძოდ, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმების ხელისმოწერის ჩაშლის წინასწარ განზრახვაში ადანაშაულებს.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, 2014 წლის 28 ოქტომბერს მინისტრის რანგში საფრანგეთში ვიზიტის დროს, პრემიერის სურვილის საწინააღმდეგოდ, მან მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რაც არ მოხდა. მისი განცხადებით, იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ხელის მოწერის შედეგად გაჩნდებოდა, საქართველოს საშუალება ექნებოდა სრული კონტროლი აეღო საკუთარ საჰაერო სივრცეებზე.

მოგვიანებით მინდია ჯანელიძემ, რომელმაც თავდაცვის მინისტრის პოზიცია ალასანიას გადაყენების შემდეგ დაიკავა, განაცხადა, რომ „არაფერი ჩაშლილა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“.

 

ყველა ახალი ამბავი
0