საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველმა სხდომამ მუშაობა დაიწყო

© Public Domainევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი შეხვედრები საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში ყოველწლიურად ჩატარდება მინისტრის მოადგილის დონეზე.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა სამშაბათს, 2 ივნისს იმართება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. 

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტი წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის დამაკავშირებელ რგოლს… უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შეხვედრაა მოცემულ ფორმატში და ის საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში ყოველწლიურად ჩატარდება მინისტრის მოადგილის დონეზე“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ქართული მხრიდან სხდომას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – რუსეთთან, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო – სთან თანამშრომლობის საგარეო კავშირების ევროპული სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი გუნარ ვიგანდი (Gunnar Wiegand).

„შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და სამეზობლო პოლიტიკის  ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობა, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები, რომელთა ფარგლებში ყურადღება გამახვილდება საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგზე“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

მხარეები ასევე განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის, კანონის, დემოკრატიისა და მმართველობის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საკითხებს. ისინი ასევე იმსჯელებენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. 


ყველა ახალი ამბავი
0