მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს გენერალური მდივანი 2015 წელს საქართველოს ეწვევა

© photo: Sputnik / Александр Астафьев / გადასვლა მედიაბანკშიიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა და ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაზე იმსჯელა. როგორც ხიდაშელმა განაცხადა, გადაწყვეტილება ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ უკვე მიღებულია და ქართული მხარე საბოლოო პასუხს ალიანსისგან ელოდება.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირობა დადო რომ 2015 წელს საქართველოს ეწვევა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ორშაბათს, ალიანსის შტაბ-ბინაში მასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებას დაეთმო. როგორც ხიდაშელმა განაცხადა, გადაწყვეტილება ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ უკვე მიღებულია და ქართული მხარე საბოლოო პასუხს ალიანსისგან ელოდება.

”ჩვენ დღეს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განვაცხადეთ რომ მათ პასუხს ველოდებით, რათა რეალურად დაიწყოს სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ გენერალური მდივნისგან პირობა, რომ ის საქართველოში 2015 წლის განმავლობაში ჩამოვა და სიმბოლურად შეიძლება სწორედ ამას დავამთხვიოთ საწვრთნელი ცენტრის გახსნა. ვინაიდან თარიღი არ ვიცით, ეს ჯერჯერობით გეგმაა“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. უელსის სამიტი 2014 წლის 4-5 სექტემბერს ჩატარდა.

განხილვის მთავარი თემა იყო 2016 წელს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტი, რომელზეც ქართული მხარის დღის წესრიგიში ნატოს სამოქმედო გეგმის მიღება დგას.

„ ვარშავის სამიტი როგორც ამ შეხვედრაზე, ისე მომავალი წლის 9 ივლისამდე გამართულ ნებისმიერ შეხვედრაზე, იქნება საუბრის მთავარი თემა. ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია — ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“, — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0