მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხიდაშელი: ჩვენ მივიღეთ გენერალური მდივნისგან პირობა, რომ ის საქართველოში ამ წლის განმავლობაში ჩამოვა და სიმბოლურად, შეიძლება სწორედ ამას დავამთხვიოთ საწვრთნელი ცენტრის გახსნა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ბრიუსელში მყოფი  საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ორშაბათს, 1 ივნისს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა, — ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

  თავდაცვის მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 "შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა იყო 2016 წელს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტი. საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს“ — ნათქვამია ინფორმაციაში.

  „ვარშავის სამიტი, როგორც ამ შეხვედრაზე, ასევე დღეიდან მომავალი წლის 9 ივლისამდე, ნებისმიერ ჩემს შეხვედრაზე იქნება საუბრის მთავარი თემა. ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია — ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“ — განუცხადა ჟურნალისტებს თინათინ ხიდაშელმა  შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ იენს სტოლენბერგთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაზე.

 „გადაწყვეტილება ცენტრის ადგილმდებარეობაზე უკვე მიღებულია და ქართული მხარე საბოლოო პასუხს ალიანსისგან ელოდება. დღეს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ მათ პასუხს ველოდებით რათა რეალურად უკვე დაიწყოს სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ გენერალური მდივნისგან პირობა, რომ ის საქართველოში ამ წლის განმავლობაში ჩამოვა და სიმბოლურად შეიძლება სწორედ ამას დავამთხვიოთ საწვრთნელი ცენტრის გახსნა. ვინაიდან თარიღი არ ვიცით, ეს ჯერჯერობით გეგმაა“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 


ყველა ახალი ამბავი
0