საქართველოს პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

© photo: Sputnik / Олег Ласточкин / გადასვლა მედიაბანკშიმარიხუანის ამოღება
მარიხუანის ამოღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონპროექტის ავტორის ინიციატივის თანახმად, მარიხუანასა და კანაფის დამზადება, შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა იყოს სამართლებრივად დასჯადი დანაშაული.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ ორშაბათს, 1 ივნისს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. 

 ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონპროექტი აუცილებელი წესით უნდა განიხილოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებმა კანონპროექტზე დასკვნა უნდა მოამზადონ. 

 მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე კანონპროექტის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატი,  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ექს-მინისტრი გოგა ხაჩიძეა. მისი ინიციატივის თანახმად, მარიხუანასა და კანაფის დამზადება, შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა იყოს სამართლებრივად დასჯადი დანაშაული.

 ამასთან ერთად, დეპუტატი კანონმდებლებს სთავაზობს მარიხუანას მოხმარებისათვის ადმინისტრაციული ჯარიმის შემცირებას 500 ლარიდან (216$) 100 (43,2$)ლარამდე, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 300 ლარამდე (129$) შემცირებას. გარდა ამისა კანონპროექტის შესწორებები ითვალისწინებს 15 დღიანი ადმინისტრაციული დაკავების გაუქმებას.  

 უფრო ადრე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც ნარკოდანაშაულის დასჯა ქვეყანაში შემსუბუქდა თუმცა ეს არ შეეხო ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დანაშაულს. 


ყველა ახალი ამბავი
0