07:32 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
სოფია

საქართველო-ბულგარეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა სოფიაში გაიმართება

© Sputnik/ Юрий Сомов
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
410

რიგაში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას ორი ქვეყნის მთავრობების მეთაურებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელსაც ბულგარეთი მხარს უჭერს.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველო–ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომა 2015 წელს სოფიაში გაიმართება, იუწყება საქართველოს პრემიერის პრეს-სამსახური.

ეს საკითხი საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ბოიკო ბორისოვმა პარასკევს, 22 მაისს, რიგაში ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეათანხმეს.

”ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელსაც ბულგარეთი მხარს უჭერს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ბორისოვმა თავისი ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში მიიწვია.

 

 

მთავარი თემები