21:31 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
კონსტანტინ კოსაჩოვი

კოსაჩოვი: რუსები ევროპაში ფულით დადიან და არა ფულის საშოვნად

© Sputnik/ Максим Блинов
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
801

კოსაჩოვი: ბედის ირონია იმაშია, რომ ევროკავშირისთვის ბევრად მომგებიანი იქნებოდა უვიზო რეჟიმის მიცემა არა უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვის.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო საკითხებში კონსტანტინ კოსაჩოვი თვლის, რომ ევროკავშირისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა უვიზო რეჟიმის მიცემა არა უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვის, — ამის შესახებ РИА Новости იტყობინება. ამასთან ევროპელი ჩინოვნიკები უკრაინელებისათვის შეღავათების მიცემის სურვილის არქონას, ვითომდა რუსეთის შესაძლო „რეაქციით“ ნიღბავენ.

 „ბედის ირონია იმაშია, რომ ევროკავშირისთვის ბევრად მომგებიანი იქნებოდა უვიზო რეჟიმის მიცემა არა უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვის, ვინაიდან რუსები ევროპაში ფულით დადიან და არა ფულის საშოვნად, ხარჯვისთვის — ადგილობრივი წარმოების გასამდიდრებლად და არა სამუშაოდ — ადგილობრივ შრომის ბაზარზე ზეწოლის გასაძლიერებლად“, — დაწერა კოსაჩოვმა პარასკევს თავის ბლოგში ფედერაციის საბჭოს ვებ-გვერდზე. 

 მისი აზრით, ბრიუსელს, წმინდა პოლიტიკური მოსაზრებებით, დღეს უწევს ზოგიერთი ქვეყნისთვის არარეალისტური პირობის მიცემა, რათა რამენაირად  მოახდინოს თავისი ტურისტული ბიზნესისათვის რუსეთის მოქალაქეების შემცირებული ნაკადის  კომპენსირება. „როგორც ვატყობ არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროკავშირშიც ვიღაც-ვიღაცეებმა ისწავლეს თავიანთი პრობლემების რუსეთისთვის გადაბრალება. ხომ თვალნათლივ ჩანს, რომ ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ასე აჭიანურებენ უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს, სიფრთხილეა,  ამ კრიზისით მოცული ქვეყნიდან მიგრანტთა  გარდაუვალი ნაკადისა და არა შიში, რუსეთის ნერვიული რეაქციის თაობაზე“, —თვლის კოსაჩოვი.

 მისი თქმით რუსეთს მხოლოდ ის უნდა, რაზეც საუბრობს. სწორედ ამიტომ 2008 წელს საყოველთაო განხილვისათვის იყო შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი ევროპის უსაფრთხოების შესახებ, ამიტომაც შესთავაზეს განსახილველად უკრაინის გაზის ტრანზიტის თემაც, შემდეგ კი სამმხრივ ფორმატში უკრაინის ევროასოციაციის შედეგები.  „მაგრამ პასუხად ყოველთვის გვესმის მხოლოდ უარი: ეს ჩვენი საქმეა, თქვენ კი იმპერიალისტები ხართო“ — მაგალითი მოყავს მას. 

 უკრაინული მხარის განცხადების კომენტირებისას, უკრაინაში ევროსბჭოს ისეთი სასწრაფო და ქმედითი მისიის აუცილებლობაზე, რომელიც თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას სიტუაციაზე,  კოსაჩოვმა ამას „სახელმწიფოს დესუვერენიზაციის ზღვრული სტადია“უწოდა. ამასთან ეს საღდება, როგორც თავისუფალი და სუვერენული არჩევანი. „ლენინის დანგრეული ძეგლების სანაცვლოდ, უკრაინამ ძეგლები ორუელს უნდა დაუდგას“, — თქვა სენატორმა.

თემაზე

ლუკაშენკო უსამართლობად მიიჩნევს რიგის სამიტზე რუსეთის კრიტიკას
სააკაშვილი: უკრაინა და საქართველო უვიზო რეჟიმს იმსახურებენ
რიგაში მხარი დაუჭირეს საქართველო–უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროგრესს

მთავარი თემები