ბურჯანაძე: სახეზეა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მარცხი

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურჯანაძის თქმით, საქართველოს შესაძლოა ათობით წელი დაჭირდეს, სანამ ევროკავშირი მას თავის რიგებში მიიღებს.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერმა, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  სამიტის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მარცხი სახეზეა.

როგორც მანამდე, პარასკევს, 22 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტი იყო მნიშვნელოვანი და წარმატებული და არსებობს საფუძველი იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი მომავალ წელს იქნება შემოღებული. 

 „ჩემი პროგნოზი რიგის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამართლდა. სახეზე გვაქვს საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური კრახი. ბოლო ორწელიწადნახევრის მანძილზე, ჩვენ ვერ შევძელით არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, არამედ  დასავლეთთან თანამშრომლობის მიმართულებით გადავდგით ნაბიჯი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს შესაძლოა ათობით წელი დაჭირდეს, სანამ ევროკავშირი მას თავის რიგებში მიიღებს.

 „ახლა კი ევროკავშირის ლიდერების მხრიდან ისმის ახალი ტერმინოლოგია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არავითარ კავშირში არ არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ასევე მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის კარი ღია იქნება საქართველოსთვის. მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს თურქეთის მაგალითი, რომელიც უკვე ათეულობით წელია ელოდება ევროკავშირის წევრობას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ნება თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ არის დაფიქსირებული. შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ჩვენმა ხელისუფლებამ განგვიცხადა რომ თურმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, ეს შეიძლება ათწლეულებით გაგრძელდეს. ჩვენს ქვეყანას და საგარეო კურსს სერიოზული კორექტირება სჭირდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ. 

ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეოთხე ბლოკის შესრულების თვალსაზრისით არსებითია.

 


ყველა ახალი ამბავი
0