10:02 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
დონალდ ტუსკი

ტუსკი: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირისკენ ავტომატური გზა არაა

© фото : РИА Новости.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5 0 0

ევროკავშირის გადაწყვეტილებები ვერ შეესაბამება პარტნიორი ქვეყნების ყველა მოლოდინს, განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ. „თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ სხვაობა ჩვენს დაპირებებსა და ჩვენი პარტნიორების მოლოდინებს შორის“, – ხაზი გაუსვა მან.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის არავის მიუცია ევროკავშირში ავტომატურად გაწევრიანების გარანტია. ეს ხანგრძლივი პროცესია, განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა რიგის სამიტის შედეგებზე დაყრდნობით, იუწყება სააგენტო РИА Новости.

„ ჩვენ ვინარჩუნებთ კურსს. მაგრამ არავის აღუთქვამს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირში გაწევრიანების ავტომატური გზა იქნებოდა. ეს ხანგრძლივი პროცესია, (მას) ჰყავს მეგობრები და მტრები, ენთუზიასტები და სკეპტიკოსები. ეს ნორმალურია, — თქვა ტუსკმა, როდესაც ჟურნალისტის თხოვნით, კომენტარს აკეთებდა სამიტის შემაჯამებელ განცხადებაში პარტნიორობის წევრი–ქვეყნების „ევროპული პერსპექტივის“ შესახებ ჩანაწერის არარსებობის თაობაზე. 

მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილებები ვერ შეესაბამება პარტნიორი ქვეყნების ყველა მოლოდინს. „თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ სხვაობა ჩვენს დაპირებებსა და ჩვენი პარტნიორების მოლოდინებს შორის“, – განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ. მან აღნიშნა, რომ სამიტზე „ძალიან მძიმე დისკუსია მიმდინარეობდა ფორმულირებების თაობაზე“. 


მთავარი თემები