21:28 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
დონალდ ტუსკი

ტუსკი: ევროკავშირი და რიგის სამიტის ქვეყნები ურთიერთობებს გააღრმავებენ

© RIA Novosti.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
10 0 0

ყველა პარტნიორთან გამოიკვეთა საერთო ინტერესი ძლიერი და უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარებისათვის, რომ ისინი უფრო მყარად დადგნენ სტაბილურობისა და რეგიონის უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების წინააღმდეგ და გააკეთონ სუვერენული არჩევანი, განაცხადა ევროსაბჭოს მეთაურმა დონალდ ტუსკმა.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ევროკავშირმა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა ქვეყნებმა  დიფერენცირებული ურთიერთობების განვითარების ინტერესი გამოხატეს, განაცხადა ევროსაბჭოს მეთაურმა დონალდ ტუსკმა, იუწყება „რია ნოვოსტი“.

„დღეს ყველა ჩვენგანმა დავადასტურეთ საერთო ინტერესი ყველა ჩვენს პარტნიორთან გავაგრძელოთ ძლიერი და უფრო მჭიდრო დიფერენცირებული ურთიერთობების გაღრმავება,  რაც მათ დაეხმარებათ უფრო მყარად დადგნენ სტაბილურობისა და რეგიონის უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების წინააღმდეგ და გააკეთონ სუვერენული არჩევანი“, – განაცხადა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა.


მთავარი თემები