21:27 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
რიგა

რიგაში მხარი დაუჭირეს საქართველო–უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროგრესს

© Sputnik/ Юрий Абрамочкин
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1001

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები მიესალმებიან ევროკომისიის მზადყოფნას, გააკეთონ ყველაფერი შესაძლებელი უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში, და ასევე მის განზრახვას, წლის ბოლოს წარმოადგინოს ანგარიში უკრაინისა და საქართველოს პროგრესის თაობაზე.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები რიგაში სამიტის შედეგების  მიხედვით „თბილად მიესალმნენ“ საქართველოსა და უკრაინის პროგრესს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გამოყენებასთან დაკავშირებით, ნათქვამია სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში, იუწყება „რია ნოვოსტი“.

 „ისინი უკრაინისა და საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის იმპლემენტაციის დასრულებას ელოდებიან, როგორც კი ყველა აუცილებელი რეფორმის ყველა მიზანი იგივე იმპლემენტაციის გზით იქნება მიღწეული. ისინი მიესალმებიან ევროკომისიის მზადყოფნას, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში და ასევე მის განზრახვას, წლის ბოლოს წარმოადგინოს ანგარიში უკრაინისა და საქართველოს პროგრესის თაობაზე.  ყველა მიზნის შესრულება შესაძლებელს გახდის დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროცესი და ევროკომისია მაშინ შესთავაზებს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს გაათავისუფლოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ვიზების მოთხოვნისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

 


მთავარი თემები