მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის ხარჯებმა ერაყსა და სირიაში ოპერაციებზე 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Vladimir Pirogov / გადასვლა მედიაბანკშიამერიკის არმია
ამერიკის არმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენტაგონის წარმომადგენელმა სტივ უორენმა დააზუსტა, რომ უკვე მომავალ კვირაში ერაყში ორი ათასი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა AT-4 იქნება გაგზავნილი.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. 9 აპრილის მონაცემებით, აშშ-ის ხარჯებმა ერაყსა და სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფების მებრძოლთა წინააღმდეგ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებზე 2,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება პენტაგონის წარმომადგენლის სტივ უორენის ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო РИА Новости.

 კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიადარტყმები გასული წლის აგვისტოში დაიწყო, ხოლო მომდევნო თვეში ანალოგიური კამპანია სირიაში განავითარა.

 უორენმა ასევე დააზუსტა, რომ უკვე მომავალ კვირაში ერაყში ორი ათასი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა AT-4 იქნება გაგზავნილი, იუწყება სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი”. უფრო ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუბარი ათას ასეთ სისტემაზეა. მოსალოდნელია, რომ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ეფექტური საშუალება იქნება დანაღმული ავტომობილების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც მეომრები ხშირად იყენებენ.

დაჯგუფება ”ისლამურმა სახელმწიფომ”, რომელიც, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, დაახლოებით 30 ათას მეომარს ითვლის, ერაყსა და სირიაში დაპყრობილ ტერიტორიებზე ”ხალიფატი” გამოაცხადა და მომავალში საკუთარი ტერიტორიების კვლავ გაფართოებისკენ ისწრაფვის. ”ისლამურ სახელმწიფოს” ფიცი ლიბიაში, ეგვიპტეში, ავღანეთსა და ნიგერიაში სხვადასხვა დაჯგუფებებმა მისცეს.  

ყველა ახალი ამბავი
0