მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ვიზების საკითხში

© photo: Sputnik / Оксана Джадан / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი გერმანიის მხარდაჭერას საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში და განაცხადა, რომ გერმანია მეორე ადგილზეა დონორ ქვეყანათა შორის.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გერმანია პოლიტიკურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში, – იუწყება პრემიერის პრეს-სამსახური პარასკევს, 22 მაისს. 

ღარიბაშვილი და მერკელი რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც ოფიციალურად 22 მაისს გაიხსნა. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების კონკრეტული ვადები დაითქმება. 

„საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისა და იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი“, – ნათქვამია განცხადებაში. 

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს, რომ გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველოს დონორებს შორის გერმანია მეორე ადგილზეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0