მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ღარიბაშვილმა შვედეთის პრემიერი საქართველოში დაპატიჟა

გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიოვენს შვედეთის მიერ ევროკავშირში საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მხარდაჭერის გამო.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის პრემიერ–მინისტრ სტეფან ლიოვენს (Stefan Lofven) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში მხარდაჭერისთვის და საქართველოში დაპატიჟა. 

ღარიბაშვილისა და  ლიოვენის შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში შედგა, რომელიც ოფიციალურად 22 მაისს გაიხსნა. 

„საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) თანამშრომლობა იყო“, – იუწყება საქართველოს პრემიერის პრეს–სამსახური

ღარიბაშვილის თქმით, SIDA წარმატებით თანამშრომლობს საქართველოსთან ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება, საბაზრო ეკონომიკის განვითარება, დემოკრატიის განმტკიცება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა და სახელმწიფოს განვითარება კანონის უზენაესობის ფარგლებში; აგრეთვე გარემოს გაუმჯობესება მასზე ზემოქმედების შემცირების გზით. 

ამას გარდა, ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიოვენს შვედეთის მიერ ევროკავშირში საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მხარდაჭერის გამო. ამასთან, ღრიბაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორი, კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. 

როგორც საქართველოს მთვრობის მეთაურმა აღნიშნა, შვედეთი ერთ-ერთი მთავარი დონორია ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს შორის. 


ყველა ახალი ამბავი
0