10:02 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

© фото : Александр Имедашвили, NEWSGEORGIA.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
3601

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპელი სოციალისტების პარტიის ფორუმში და მის მონაწილეებთან ერთად ქვეყნის ბოლოდროინდელ მიღწევებზე იმსჯელა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს საქართველოს უკვე ექნება ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა აუცილებელია ტექნიკური პროცედურების დასრულება. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ყველაფერი დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. 

ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეოთხე ბლოკის შესრულების თვალსაზრისით არსებითია.  

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპელი სოციალისტების პარტიის ფორუმში და მის მონაწილეებთან ერთად ქვეყნის ბოლოდროინდელ მიღწევებზე იმსჯელა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოს მიღწევებზე და ისინი ყველანი აღნიშნავენ, რომ საქართველომ უახლოეს წარსულში, მხედველობაში მაქვს ბოლო ორი წელი, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა. 

საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნირობის“ სამიტში, რომელიც რიგაში იმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ღარიბაშვილის შეხვედრები იტალიის პრემიერ–მინისტრთან მატეო რენცისთან (Matteo Renzi), შვედეთის პრემიერ–მინისტრთან სტეფან ლოფენსთან (Stefan Lofven), ბელგიის პრემიერ–მინისტრთან შარლ მიშელთან (Charles Michel), ხორვატიის პრემიერ–მინისტრთან ზორან მილანოვიჩთან (Zoran Milanovic), სლოვენიის პრემიერ–მინისტრთან მირო ცერართნ (Miro Cerar), ბულგარეთის პრემიერ–მინისტრთან ბოიკო ბორისოვთან (Boyko Metodiev Borissov) და საბერძნეთის პრემიერ–მინისტრთან ალექსის ციპრასთან (Alexis Tsipras). 


მთავარი თემები