მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ობამა ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

© RIA Novostiბარაკ ობამა
ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა, რომ აშშ ამაყობს ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია „საქართველოს დემოკრატიისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ“.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს —ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური იტყობინება.

 „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

 ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მტკიცე, აქტიური და სტრატეგიული პარტნიორობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ შარშან მხარი დაუჭირა საქართველოს, როდესაც თქვენს ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველომ მიიღო ნატოს არსებითი პაკეტი“, —ნათქვამია მისალოც წერილში.

მისი თქმით, აშშ  დღესაც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის.

„რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების ფონზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, — აღნიშნულია წერილში.

ამასთან ხაზგასმულია, რომ აშშ ამაყობს ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია „საქართველოს დემოკრატიისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ“.

„ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ თქვენს მებრძოლებს, რომლებიც მონაწილეობენ მისიებში ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას. გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", — ნათქვამია ბარაკ ობამას მილოცვაში


ყველა ახალი ამბავი
0