ფიშერი: ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება არც ერთი მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გამართულ ბრიფინგზე ავსტრიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და ევროპაზე მის საერთო ორიენტაციას.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ასოცირების შესახებ შეთანხმება აახლოვებს სახელმწიფოებს და და არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა ხაინც ფიშერმა (Heinz Fischer) თბილისში, ორშაბათს, 18 მაისს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩვენი პოზიცია შემდეგია — ამ ტიპის შეთანხმებები ასოცირების შესახებ აახლოებს ქვეყნებს, მათ ეკონომიკას და ეკონომიკურ მდგომარეობას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ“ — განაცხადა ფიშერმა.

  ამასთან ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება ეს არის შეთანხმება კონკრეტულ სახელმწიფოსთან.

 „ასოცირების შესახებ შეთანხმება ეს არის შეთანხმება კონკრეტულ სახელმწიფოსთან და არა ანტიშეთანხმება მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც თიშავს და თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს სხვა სახელმწიფოს“ —განაცხადა ფიშერმა.

ბრიფინგზე ავსტრიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და ევროპაზე მის საერთო ორიენტაციას.

„შავი ზღვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია. მას ევროპაზე ორიენტირებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთიანი ნიშნები აქვს. და სწორედ ამ ერთიანობაზე უნდა ვიყოთ ჩვენ ორიენტირებულნი.“ — განაცხადა ფიშერმა.


ყველა ახალი ამბავი
0