NDI: გამოკითხულთა 80% ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენა აქვს

© RIA Novostiმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხულთა 30% თვლის, რომ „რუსეთი ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოზე“, 50% მიიჩნევს, რომ „რუსეთი გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოზე“. გამოკითხულთა 11% დარწმუნებულია იმაში, რომ „რუსეთს საერთოდ არ აქვს გავლენა საქართველოზე“, ხოლო 8%–მა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ  სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილეთა უმეტესობა (80%) ფიქრობს, რომ რუსეთი  გავლენას ახდენს საქართველოზე.

 მორიგი კვლევის „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია  NDI–ის ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა (Laura Thornton) ორშაბათს, 11 მაისს სასტუმრო „რედისონში“ გამართა.

 კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ „რუსეთი ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოზე“, 50% მიიჩნევს, რომ „რუსეთი გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოზე“. გამოკითხულთა  11%  დარწმუნებულია იმაში,  რომ „რუსეთს საერთოდ არ აქვს გავლენა საქართველოზე“, ხოლო 8%–მა ამ  შეკითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო.  

ამასთან,  იმ გამოკითხულთა 76%,  ვინც ფიქრობს, რომ რუსეთს  საქართველოზე გავლენა აქვს,  ამ გავლენას  უარყოფითად აფასებს, ხოლო 12%–დადებითად.  ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 12%–ს,  1%–მა კი თავი შეიკავა.

 2008 წლის აგვისტოს ომისა  და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ საქართველომ გაწყვიტა დპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.

 საქართველოს ახალი მთავრობის  წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012  წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების  შედეგად მოვიდნენ,  საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელეს, მაგრამ   არა ქვეყნის  ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. ამ დროიდან დაიწყო  ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური  ურთიერთობების დალაგების პროცესი. 2013 წლის მაისში  მხარეებმა მოილაპარაკეს სავაჭრო  ურთიერთობების აღდგენის თაობაზე, თუმცა,  დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის  კვლავ შეწყვეტილია, საქართველოს მოქალაქეებისთვის  რუსეთში სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მიმდინარე წლის  27 მარტიდან 19 აპრილის  პერიოდში ჩატარდა.  კვლევის ფარგლებში პირდაპირი ინტერვიუს წესით 4 360 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილება  2,3%–ს შეადგენს.

NDI–ის კვლევებს საქართველოში შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტო (SIDA)  აფინანსებს. გამოკითხვებს ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი  (CRRC).

 

ყველა ახალი ამბავი
0