ზურაბ აბაშიძე (დაიბადა 1951 წელს თბილისში) - ქართველი დიპლომატი, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი. დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია ესპანისტიკაში. არის პოლიტოლოგიის მეცნიერებათ დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები. არის წიგნის - ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობამდე - ავტორი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 1993-2000 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. 2000 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2000-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელია 2012 წლიდან.

გაეცანით სიახლეებს ზურაბ აბაშიძისა და საქართველო-რუსეთის-ურთიერთობების შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0