Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როდესაც სიმაღლე ხელს გიშლის“- გვანცა დარასელიამ თიკა ფაცაცია სასაცილო ვითარებაში ჩააგდო

© Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
იქ, სადაც ეს ორი ქალბატონი ერთად ჩნდება, დიდი ჟრიამულის დრო დგება. თიკას და გვანცას დუეტი უკანასკნელი წლების მანძილზე უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. ტელესახეებმა ფოტოსესია მოაწყვეს, რა დროსაც სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

სოციალურ ქსელში პოზიტიური კადრები გვანცა დარასელიამ გამოაქვეყნა. ყოფილმა მოდელებმა ტელეკომპანია  „რუსთავი 2“- ის ფოიეში ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტეს რა დროსაც ერთი უცნაური დეტალი აღმოაჩინეს. მალევე თიკა ფაცაციამ პოზიტიური ფოტო საკუთარ გვერდზე გააზიარა და სახალისო წარწერაც დაურთო. „ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სიმაღლე ხელს გიშლის“,- წერს პოპულარული ტელეწამყვანი. თიკა ფაცაციამ არაორდინალურ პოზას მიმართა, რათა მისი მეგობარი ფოტოგენური გამოჩნდეს.  

გვანცა დარასელიამ თიკას თავგანწირვა დააფასა და სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. უკანა ფონზე, სადაც ფოიეს უზარმაზარი ფანჯარაა თიკა ფაცაციას ფეხი მაინც გამოჩნდა. გვანცა დარასელიამ ფოტოები დიდი სიამოვნებით გამოაქვეყნა, რამაც თიკას უკმაყოფილება გამოიწვია.

„ერთი ფოტოკრედითი ვერ მომეცი?ყველა ფოტო დაგიდია. კმაყოფილი ვარ მე“,- დაუკომენტარა გულგატეხილმა ფაცაციამ. თიკას და გვანცას უამრავი საერთო აკავშირებთ. მათი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები ქალბატონების წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა.

მოქნილი და ეკრანული ტელესახეები ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ის იშვიათი გამონაკლისები არიან, რომელებმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0