სავიზიტო ბარათი „ჭკუათმფლობელისგან“, ანუ „კადრს მიღმა" დარჩენილი ისტორიები

ორგანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
მეეტლემ პაგანინის მგზავრობისთვის ჩვეულებრივზე ათჯერ მეტი მოსთხოვა – ის ხომ ერთი ადამიანისგან 10 ფრანკს ითხოვდა ბილეთისთვის, რადგან ერთ სიმზე შეეძლო დაკვრა. ამაზე მევიოლინე დათანხმდა, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში...

ხშირად დიდი ადამიანების შესახებ უფრო მეტად „კადრს მიღმა“ დარჩენილი უმნიშვნელო შემთხვევები მეტყველებს, ვიდრე სახელმძღვანელოებსა თუ სპეციალურ ლიტერატურაში დეტალურად აღწერილი ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა.

ასეთ ისტორიებს მუსიკალური სამყაროც იცნობს. გაგაცნობთ რამდენიმე თავშესაქცევ ამბავს, რომლებიც დიდ მუსიკოსებსა და კომპოზიტორებს გადახდენიათ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის ნამდვილობა დადასტურებული არ არის, იმდენად ახლოსაა ეს ისტორიები კომპოზიტორების ხასიათთან, რომ შეგვიძლია მათი უტყუარობა ვივარაუდოთ.

ცნობილი იყო „ვენის კლასიკოსის“ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მძიმე, პირქუში ხასიათი. ის ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაშიც უკომპრომისო და კატეგორიული იყო. მისმა უმცროსმა ძმამ იოჰანმა ფული დააგროვა და მამული იყიდა. ერთხელ ლუდვიგს სავიზიტო ბარათი გაუგზავნა, სადაც ამაყად ეწერა „იოჰან ვან ბეთჰოვენი. მიწათმფლობელი“. კომპოზიტორმა ძმას ბარათი დაუბრუნა მეორე მხარეს წარწერით: „ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ჭკუათმფლობელი“.

© FL/ Tim Greenლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
სავიზიტო ბარათი „ჭკუათმფლობელისგან“, ანუ „კადრს მიღმა დარჩენილი ისტორიები - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ერთხელ იოჰან სებასტიან ბახის ვირტუოზული შესრულებით აღფრთოვანებულმა მსმენელმა მას ჰკითხა: „ნებისმიერ მუსიკას ძალდაუტანებლად ასრულებთ, ვერ მეტყვით, როგორ ვისწავლო ასე დაკვრა სწრაფად?“ ბახმა უპასუხა: „მუსიკა რომ შეასრულო, სწავლა საერთოდ არაა საჭირო. ამაში რთული არაფერია, მხოლოდ უნდა იცოდე, რომ საჭირო დროს საჭირო კლავიშებს დააჭირო თითი“. ბახი ცნობილი ხუმარა იყო. ხანდახან ის სკოლის ღარიბი მასწავლებლის ფორმას იცვამდა და რომელიმე მიყრუებულ ეკლესიაში საეკლესიო ორგანზე დაკვრის ნებართვას ითხოვდა. მისი მუსიკა იმდენად დიდებული იყო და ისეთ მძლავრ ზემოქმედებას ახდენდა, რომ მრევლის დიდი ნაწილი ხშირად შეშინებული გარბოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ეკლესიაში გადაცმული ეშმაკი იყო შესული.

© FL/ Sludge Gიოჰან სებასტიან ბახი
სავიზიტო ბარათი „ჭკუათმფლობელისგან“, ანუ „კადრს მიღმა დარჩენილი ისტორიები - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
იოჰან სებასტიან ბახი

ყველასთვისაა ცნობილი ნიკოლო პაგანინის ცხოვრებისეული ეპიზოდები და, მათ შორის, ერთსიმშერჩენილ ვიოლინოზე დაკვრის ისტორია. ერთხელ თეატრში მიმავალ პაგანინის მეეტლემ, ჩვეულებრივი საფასურის ნაცვლად, ათჯერ ძვირი მოსთხოვა. მევიოლინეს გაუკვირდა და ამის მიზეზი იკითხა. მეეტლემ უთხრა: „თქვენ ხომ ერთი ადამიანისგან ბილეთისთვის 10 ფრანკს ითხოვთ, რადგან ერთ სიმზე უკრავთ“. ამაზე პაგანინიმ უპასუხა: „კარგი, გადაგიხდით 10 ფრანკს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თეატრამდე ერთი ბორბლით მიმიყვანთ“.

© FL/ Art Gallery ErgsArt - by ErgSapნიკოლო პაგანინი
სავიზიტო ბარათი „ჭკუათმფლობელისგან“, ანუ „კადრს მიღმა დარჩენილი ისტორიები - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
ნიკოლო პაგანინი

 

ყველა ახალი ამბავი
0