ადამიანური ისტორიები: იმ დღემ ჩვენი ცხოვრება ყირამალა დააყენა

© photo: courtesy of Dali Marshaniaდალი მარშანია შვილთან ერთად
დალი მარშანია შვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
ამბობენ, ბედი ხასიათიაო, მაგრამ როცა ბედისწერის ჩარევით ერთხელაც, ყველაფერი იცვლება, მერე თავად გიწევს ხასიათის გამოჩენა, რათა ცხოვრებისეულ პერიპეტიებს გაუძლო, სულიერი სიმშვიდე მოიპოვო და ყველაფერში მხოლოდ ნათელი მხარე დაინახო.

ყოველი ადამიანი სხვებისგან განსხვავებული, ცალკე ისტორიაა, რომელიც არასოდეს მეორდება და მარტო ამითაცაა საინტერესო. ამ ისტორიებიდან კარგად ჩანს ადამიანის ბუნება და ყოველ ჯერზე რწმუნდები, რომ სურვილისა და მცდელობის შემთხვევაში, შეუძლებელია არაფერია...

დღეს დალი მარშანიას ისტორიას გაეცანით:

© photo: courtesy of Dali Marshaniaდალი მარშანია
ადამიანური ისტორიები: იმ დღემ ჩვენი ცხოვრება ყირამალა დააყენა - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
დალი მარშანია

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო: ტკივილიც და სიხარულიც. ბავშვობა ჩემთვისაც ბედნიერი დრო იყო, აქტიური გოგო ვიყავი. მშობლები არაფერს გვაკლებდნენ. პირველი კლასიდან მოყოლებული ათი წლის განმავლობაში ვცეკვავდი, ანსამბლის სოლისტი ვიყავი. შემდეგ პროფტექნიკურ სასწავლებელში ვცეკვავდი პედაგოგ ეთერ ფარცვანიასთან, სენაკის პიონერთა სასახლეში გამოვდიოდი. სხვადასხვა რაიონებშიც ხშირად ჩავსულვართ ფესტივალებზე, რამდენჯერმე ფილარმონიაშიც გამოვედით.

სპორტზეც დადიოდი და მძლეოსნობაში ვაღწევდი წარმატებებს. შეჯიბრებებზე სენაკიდან თბილისში ხშირად ჩავდიოდით. იყო გამარჯვებით გამოწვეული თავდაჯერება, მარცხის წყენაც, მაგრამ ყველაფერს ისე ვიღებდი, როგორც საჭიროა. სპორტმა სულიერადაც გამომაწრთო და ეს მერე, დიდ ცხოვრებაშიც გამომადგა...

© photo: courtesy of Dali Marshaniaდალი მარშანია
ადამიანური ისტორიები: იმ დღემ ჩვენი ცხოვრება ყირამალა დააყენა - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
დალი მარშანია

სამწუხაროდ ყველაფერი სკოლის დამთავრებასთან ერთად დასრულდა. 18 წლის ასაკში რასაც ქვია, გამათხოვეს. ეს მეგრელი ქალი სენაკიდან უცებ დუშეთის რაიონში, ბულაჩაურში აღმოვჩნდი. ძალიან გამიჭირდა დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადასვლა, სხვა ტრადიციები, განსხვავებული ხასიათი და წეს-ჩვევები, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, შევეგუე ბედს.

მერე შვილებით ამივსო უფალმა კალთა... ჯერ ერთი გოგო, მერე მეორე, ამას მოყვა მესამე გოგო და ბოლოს, ბიჭი. სწავლისკენ ვერც კი გავიხედე, უმაღლეს სასწავლებელზე ფიქრიც ზედმეტი იყო. ჩემთვის მთავარი ოჯახი გახდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დამიფასდა შრომა... შეძლებისდაგვარად შევძელი შვილების ფეხზე დაყენება და მათთვის გზის გაკვალვა. უფროსმა გოგონამ, მანანამ, გერმანიაში, კიოლნში დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, ნანამაც გერმანიაში, ოღონდ, მან დიუსელდორფის უნივერსიტეტის ფილოლოგიური უნივერსიტეტი. მესამე გოგომ, გვანცამ საქართველოში, სოხუმის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გერმანული ფაკულტეტი დაამთავრა.

© photo: courtesy of Dali Marshaniaდალი მარშანია გერმანიაში
ადამიანური ისტორიები: იმ დღემ ჩვენი ცხოვრება ყირამალა დააყენა - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
დალი მარშანია გერმანიაში

 ჩემმა ბიჭმა, გიორგიმ, დუშეთის რაიონის სოფელ აბანოსხევის სკოლა 2013 წელს დაამთავრა. ამავე წელს, 7 აპრილს ავარიაში მოყვა. იმ დღემ ჩვენი ცხოვრება ყირამალა დააყენა. მადლობა უფალს, გადარჩა, მაგრამ ვერ დადის და მეტყველებაც უჭირს. ამის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. ამჟამად პირველი ჯგუფის ინვალიდია. იცით, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე რომელი იყო? - როცა გიორგი ჩვიდმეტდღიანი კომიდან გამოვიდა... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და მაშინ სიხარულისგან გული მართლა წამივიდა.

ცხოვრებაში ძალას ჩემი ოთხი შვილი და ოთხი შვილიშვილი მაძლევს. ახლა მთავარი მათი ჯანმრთელობა და ბედნიერება. მინდა, რომ მსოფლიოში მშვიდობა იყოს და არავის უჭირდეს. ყველგან გაღიმებულ სახეს მინდა ვხედავდე. კიდევ მინდა, ყველას, ვისაც გაუჭირდება საკუთარ თავში ძალა მოძებნოს, ფეხზე წამოდგეს და გზა გააგრძელოს...

ყველა ახალი ამბავი
0