უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარაშვილი
ანზორ თამარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, რომ საქართველოში გამოიცა „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რომელსაც ანალოგი არ აქვს. მისი ავტორი მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და პედაგოგი ანზორ თამარაშვილია.

ბატონი ანზორი რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატია და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მისი ბიოგრაფია შეტანილია წიგნში „საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები მეოცე საუკუნის ბოლო ათწელულში“, რომელიც 2002 წელს გამოვიდა. ერთი სიტყვით, ბატონი ანზორი თავისი დიდი წინაპრის, მიხეილ თამარაშვილის ღირსეული შთამომავალია.

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliიზა ვეფხვაძე და ანზორ თამარაშვილი
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
იზა ვეფხვაძე და ანზორ თამარაშვილი

მის მიერ შექმნილ უნიკალურ წიგნში მისი ათი წლის შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვართ, რომ „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“ არა მხოლოდ მუსიკოსების სამაგიდო წიგნი გახდება, არამედ ყველა განათლებული ადამიანის ინტერესსაც გამოიწვევს.

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარაშვილი
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
ანზორ თამარაშვილი

- ბატონო ანზორ, იმისთვის, რომ მკითხველს სრულად გავაცნოთ თქვენი პიროვნება, გაიხსენეთ ის გზა, რომელიც პროფესიონალურ საქმიანობამდე განვლეთ...

- მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს, კარგი ხმა მქონდა და სიმღერა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მოგვიანებით წარმატებით გამოვდიოდი სხვადასხვა კონცერტებზე. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მუსიკას გავყოლოდი. 1965 წელს, ვინაიდან ვოკალური განყოფილება არ იყო, თბილისის მხატვრული თვითშემოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე ჩავაბარე. თუმცა იქ ვოკალის გაკვეთილებსაც გავდიოდით. შემდეგ დავამთავრე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი. მოგვიანებით კი თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათცოდნეობის ფაკულტეტი. რადგან საოპერო ხმა მქონდა, ამიტომ კლასიკური მუსიკით ვიყავი გატაცებული. სწავლის პერიოდში გამოვდიოდი აკადემიურ კონცერტებზე, სადაც რომანსებს და სხვადასხვა ოპერებიდან ნაწყვეტებს ვასრულებდი.

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარაშვილი სცენაზე
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
ანზორ თამარაშვილი სცენაზე

- თბილისის ოპერის დასში როგორ მოხვდით?

- ჩვენთან თბილისის ოპერის დირიჟორი, ბატონი რევაზ ხურცილავა ასწავლიდა. როცა ის ჩემი მონაწილეობით ერთ-ერთ კონცერტს დაესწრო, მითხრა, შენი ხმა ჯანსუღ კახიძეს უნდა მოვასმენინოო. როცა ჯანსუღმა მომისმინა, ოპერის თეატრში იმ დღესვე ჩამრიცხეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ყველაზე გამორჩეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ურთიერთობა მქონდა ცნობილ მომღერლებთან, რეჟისორებთან და კომპოზიტორებთან, რომლებისგანაც ბევრი ვისწავლე. 1967-1978 წლებში მონაწილეობა მივიღე მოსკოვში გამართულ ქართული კულტურისა და ხელოვნების დეკადაში.

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარაშვილი უცხოეთში კოლეგებთან ერთად
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
ანზორ თამარაშვილი უცხოეთში კოლეგებთან ერთად

- სამხედრო სამსახურის შემდეგ თქვენ საცხოვრებლად გადახვედით მესხეთში, სადაც ადგილობრივი ფოლკლორის აღდგენაზე დაიწყეთ მუშაობა...

- დიახ, ჯარის შემდეგ მუშაობა გავაგრძელე სამცხე-ჯავახეთში, სადაც საგუნდო ხელოვნების განვითარების საქმეში გარკვეული წვლილი შევიტანე. წლების მანძილზე ვმუშაობდი მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენა-გამომზეურების საკითხებზე. აქტიურად ვმონაწილეობდი ექსპედიციებში და ამავე დროს ბევრ საგუნდო კოლექტივს ვხელმძღვანელობდი. 1985 წელს ჩემი ხელმძღვანელობით დაიდგა კომპოზიტორ შოთა ჯოჯუას ერთმოქმედებიანი საბავშვო ოპერა „დათვის წვეულება“. შემდგომ წლებში ახალციხის უნივერსიტეტში მუსიკალურ აღზრდას ვასწავლიდი. ახალციხის სამუსიკო სასწავლებელში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგე, შემდეგ დირექტორი ვიყავი. ვკითხულობდი ლექციებს საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე.

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარაშვილი და ვაჟა აზარაშვილი
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
ანზორ თამარაშვილი და ვაჟა აზარაშვილი

- სრულყოფილ ლექსიკონამდე თქვენ მისი მოკლე ვერსია გამოეცით, ამ წიგნზე მუშაობის დაწყების წინაპირობა რა გახდა?

- ერთ-ერთი სახელმწიფო გამოცდის დროს კომისიის თავმჯდომარემ მითხრა, მართალია, ქართულ ენაზე ლიტერატურა არ გვაქვს, მაგრამ იქნებ მოახერხოთ, რომ მოსწავლეს ამა თუ იმ ნაწარმოების ავტორზე მოკლე ინფორმაცია მაინც მიაწოდოთო. სწორედ იმ დღიდან დავიწყე ამ თემაზე ფიქრი და მუშაობა. 1999 წელს გამოვეცი მოკლე მუსიკალური ლექსიკონი, რომელიც არ იყო სრულყოფილი. ახალ წიგნზე მუშაობისთვის საჭირო იყო გამოცდილი რედაქტორის ნახვა. ცნობილი მეცნიერის რეზო ბარამიძის დახმარებით გავიცანი მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძე, რომელთანაც ცხრა წელი ვიმუშავე. როცა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა, 2005 წელს, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კრებულის მეორე ვერსია გამოვიდა. კიდევ ათი წლის მუშაობის შემდეგ კი ლექსიკონის უკვე მესამე, შევსებული და შესწორებული ვერსია გამოვეცით.

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარაშვილის წიგნი
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
ანზორ თამარაშვილის წიგნი

- ლექსიკონის სრულყოფილი ვერსია რითია გამორჩეული?

- წიგნში 408 გვერდია და მასში შესული თემებიდან გამოვყოფდი „ქართულ მუსიკას“, სადაც ქართული მუსიკის შესახებ თითქმის ყველა საჭირო ფაქტია თავმოყრილი. საბოლოოდ ლექსიკონში ისეთი თემებიც მაქვს შეტანილი, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალი მუსიკოსებისთვის იქნება საინტერესო, არამედ მათთვისაც, ვისაც უბრალოდ უყვარს მუსიკა.

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარაშვიალი ქალიშვილთან ერთად ოპერაში
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
ანზორ თამარაშვიალი ქალიშვილთან ერთად ოპერაში

- შეგიძლიათ ჩვენი მკითხველისთვის ლექსიკონში შესული საინტერესო და არც ისე ცნობილი ფაქტები გაიხსენოთ?

- გავიხსენებ ფაქტს, რომელიც კაპელმაისტერ ვასილ თამარაშვილს ეხება. ის გახლდათ ფალიაშვილის მოსწავლე, რომელმაც ხალხური ორკესტრი ჩამოაყალიბა. მან 30 წელი მოანდომა ნოტების მექანიკური საბეჭდი მანქანის შექმნას. ნოტების პირველი ნიმუში 1936 წელს დაიბეჭდა. ის პროექტი მოსკოვის მანქანათმშენებლობის სამინისტრომ მოიწონა. ეს ამბავი 1941 წელს ხდებოდა, მოგეხსენებათ, მაშინ დაიწყო ომი და, სამწუხაროდ, ყველაფერი განადგურდა. კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომელიც დღეს უკვე ცნობილია. ადრე ყველამ იცოდა, რომ ბოროდინი რუსი კომპოზიტორი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ეროვნებით ქართველის, პროფესიით ქიმიკოსის ლუკა გედევანიშვილის (ლუკა გედეონოვის) შვილი ყოფილა. არადა, მანამდე თავადის მსახურის პორფირი ბოროდინის შვილად იყო დაწერილი. კომპოზიტორი სინამდვილეში ქართველი იყო, ეს ფაქტი დღეს რუსების მიერაც აღიარებულია.

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliოპერის წინ შეხვედრაზე
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
ოპერის წინ შეხვედრაზე

- თქვენ პოლიტიკაშიც იყავით და ცნობილია, რომ არაერთი ეროვნული მნიშვნელობის კანონს დაუჭირეთ მხარი...

- პოლიტიკაში კულტურის სასიკეთოდ მოვედი და, თამამად ვიტყვი, როგორი სუფთა ხელებითაც მივედი, ისეთივე სუფთა ხელებით წამოვედი იქიდან. 1973 წელს არჩეული ვიყავი ახალციხის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მოგვიანებით ახალციხის საკრებულოს წევრად, ხოლო 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. განათლებისა და კულტურის კომიტეტში ყოფნის დროს ყოველთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტებს ვუჭერდი მხარს. სხვათა შორის, რომ არა პოლიტიკაში ჩემი ყოფნა, ეს წიგნიც არ დაიბეჭდებოდა, რადგან როცა საჭირო ინფორმაციას ვაგროვებდი, ყველა ბიბლიოთეკასა და დაწესებულებაში ხელი ადვილად მიმიწვდებოდა.

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარშვილი ოპერაში
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
ანზორ თამარშვილი ოპერაში

- თქვენ იტალიაში მიხეილ თამარაშვილის იუბილეზე იყავით მიწვეული, რას გაიხსენებთ იმ მოგზაურობიდან?

- საერთოდ, ჩემი დიდი წინაპრებით ძალიან ვამაყობ და ეს ბევრ რამეს მავალებს. სხვათა შორის, მიხეილს თავისი ოჯახი და ახლობლები ყურადღების გარეშე არასოდეს დაუტოვებია. ჩვენთვის დიდი პატივი იყო, როდესაც მისი გარდაცვალებიდან 100 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იტალიაში მიგვიწვიეს. ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა კარდინალებთან, ვატიკანის ბიბლიოთეკაში, სადაც მიხეილ თამარაშვილი წლების მანძილზე მოღვაწეობდა. სანტა მარინელაში იმ ტრიბუნაზე მომიწია გამოსვლა, სადაც თავის დროზე მიხეილი გამოდიოდა. შეხვედრებზე ჟღერდა სპეციალურად მომზადებული ქართული საგალობლები. ეს იყო ხუთდღიანი ზეიმი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება...

© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარაშვილი და ვატიკანის ბიბლიოთეკებისა და არქივების საბჭოს პრეფექტი კარდინალი რაფაელე ფარინა
უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი და კაცი, რომელმაც ნოტების საბეჭდი მანქანა შექმნა - Sputnik საქართველო
ანზორ თამარაშვილი და ვატიკანის ბიბლიოთეკებისა და არქივების საბჭოს პრეფექტი კარდინალი რაფაელე ფარინა

- თქვენი ბიოგრაფია შესულია 2001 წელს გამოცემულ წიგნში „ვინ ვინაა საქართველოში“, თავად რას იტყვით: ვინ არის ანზორ თამარაშვილი?

- დინჯი, წყნარი, გაწონასწორებული კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ხელოვნებას შეალია და რომლისთვისაც მუსიკა მთავარი სულიერი საზრდოა...

 

ყველა ახალი ამბავი
0