ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა

© photo: courtesy of Nana Azizianiქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნამდვილი ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია ტრადიციულზე დაყრდნობით მუდმივად ახალი, საინტერესო გზების ძიება.

ნანა აზიზიანი სწორედ ასეთ შემოქმედთა რიცხვშია. იგი მუშაობს ისეთ უძველეს დარგებში, როგორიცაა ტიხრული მინანქარი, ჭედურობა, ფილიგრანია. სიახლეებს წარსულშიც ეძებს და შემდეგ განახლებულ ნიმუშებზე მუშაობს. ბოლო დროს მან პირველად შექმნა კელტური ლიტურგიკული ჭურჭელი, რომელიც კელტური ორნამენტითა და კელტური წმინდანებითაა შემკული.

ქალბატონი ნანა ხელსაქმის საერთაშორისო ასოციაციის წევრი და ამავე ასოციაციაში მინანქრისა და ჭედურობის განყოფილების ხელმძღვანელია.

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანი
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანი

- ქალბატონო ნანა, ვინ გაზიარათ პირველად ხელოვნების სამყაროს?

- მე ბავშვობიდან ვხატავ. მიუხედავად იმისა, რომ ლითონქანდაქებაში მხატვრისა და საქართველოს დამსახურებული ოსტატის ოჯახში დავიბადე, დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, თუ რამე ნიჭი მაქვს განვითარებული, ეს დედის მარინე ჯიქიას დამსახურებაა. ცხოვრებაში ხელოვნებას რომ ვემსახურები და საკუთარი მცირედი წვლილი შემაქვს მის განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში, ესეც მისი დამსახურებაა.

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანი
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანი

- ტიხრული მინანქრის ხელოვნება პირველად მამამ შეგასწავლათ...

- დიახ, ტიხრული მინანქარი და, ზოგადად, ლითონთან ურთიერთობა მამამ შემასწავლა. თუმცა საფუძვლიანად ხელოვნების ეს დარგი მამა საბამ (ჭიკაიძე) შემასწავლა და შემაყვარა. ხელოვნების ამ დარგში 1995 წლიდან ვმუშაობ და, ვფიქრობ, ჩემეული ხელწერა და ხედვა მაქვს.

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანის ნამუშევარი
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანის ნამუშევარი

- ვიცი, სიახლეები გიყვართ, ამ მხრივ რომელს გაიხსენებთ?

- რაც შეეხება სიახლეს, შარშან აღვადგინე და შევქმენი ახალციხური ფილიგრანის სამუზეუმო ნივთების ასლები. წელს პირველად გამოიცა ახალციხური ფილიგრანის კატალოგი. სამომავლოდ მე და კატალოგის და ზოგადად ამ თემის ავტორს ნია ლომოურს ოცნება გვაქვს, რომ აღვადგინოთ ახალციხურ ფილიგრანში შესრულებული აფხაზური ზარდახშა, რომლის ესკიზები მხოლოდ მუზეუმშია დარჩენილი.

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანის ნამუშევარი
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანის ნამუშევარი

- თეატრალურ გარემოში როგორ აღმოჩნდით?

- თავიდან ჩავაბარე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ხელოვნების უმაღლეს სკოლაში, რომელიც სამოქალაქო ომის დროს დაიწვა. მომიწია თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ასე მოვხვდი თეატრალურ გარემოში. სწორედ მაშინ დაარსდა და ჩამოყალიბდა რუსთაველის თეატრალური სარდაფი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ცალკე ისტორიაა და ის დრო ლამაზ მოგონებად დამრჩა.

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანის ნამუშევრები
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანის ნამუშევრები

- დავუბრუნდეთ ისევ თქვენს საიუველირო საქმიანობას, დღეს ვისთან ერთად მუშაობთ?

- გამიმართლა და მეუღლესთან თორნიკე არაბიძესთან ერთად ვმუშაობ ტანდემში. ისიც დიდი ხნის ოსტატია და საკმაოდ ძველ, ურთულეს საიუველირო სხვადასხვა ტექნიკას (ცვარა, ჭედურობა, სევადა) ფლობს. ჩვენი თანამშრომლობა საბოლოოდ იძლევა ისეთ შედეგს, რითიც დამკვეთიც კმაყოფილია და ჩვენც. დამკვეთი ძირითადად ითხოვს ისეთ ნივთს, რომელიც მხოლოდ მას ექნება. ასეთი ნივთის შესრულება კი არა მარტო მინანქრის, არამედ ყველა საიუველირო ტექნიკის ცოდნას მოითხოვს.

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანის ნამუშევარი
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანის ნამუშევარი

- ყველაზე რთულად შესასრულებელი და უჩვეულო შეკვეთა გაიხსენეთ...

- ყველაზე უჩვეულო შეკვეთა, რაც შემისრულებია, იყო ცნობილი ქორეოგრაფის ნინოს სუხიშვილის პორტრეტი, რომელიც საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. ეს ნამუშევარი მას აქვს, „სუხიშვილების“ სოლისტმა ბაჩანა ჭანტურიამ და მისმა მეუღლემ აჩუქეს დაბადების დღეზე. როგორც გადმომცეს, მას მოეწონა.

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანის ნამუშევრები
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანის ნამუშევრები

- რამდენი პერსონალური გამოფენა გქონდათ?

- ოთხი პერსონალური გამოფენა მქონდა, ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანის ნამუშევრები
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანის ნამუშევრები

- პანდემიის დროს უფრო გააქტიურდით, თუ, როგორც მავანთ დაემართა, დეპრესიამ შეგიპყროთ და გაჩერდით?

- ჩემი საქმიანობა მაძლევს იმის უნარს, რომ ამ შავ-თეთრ გარემოში ფერადი ფერები დავინახო. პანდემიის დროს სრულიად უცხო, ჩვენთვის უცნობ იკონოგრაფიაში ვმუშაობ. პირველად იქმნება კელტური ბარძიმ-ფეშხუმი, რომელიც კელტური ორნამენტითა და კელტი წმინდანებითაა შემკული. ამიტომ დეპრესიისთვის დრო არ მაქვს...

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანის ნამუშევარი
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანის ნამუშევარი

- აქვე გკითხავთ – რაზე დაგაფიქრათ განმარტოების პერიოდმა?

- პანდემიამ უფრო მკაფიოდ დამანახა, რაოდენ ახლოსაა თითოეულ ჩვენგანთან სიკვდილი, მაგრამ გარდაცვალებით არ მთავრდება ყველაფერი და ბოლო სიტყვა უფალს ეკუთვნის...

© photo: courtesy of Nana Azizianiნანა აზიზიანის ნამუშევარი
ოსტატი, რომელმაც სამუზეუმო ნივთები აღადგინა და კელტური ორნამენტებიანი ნაკეთობა შექმნა - Sputnik საქართველო
ნანა აზიზიანის ნამუშევარი

- თქვენი საშობაო სურვილები...

- ბედნიერი შობა–ახალი წელი მინდა გაუთენდეს სრულიად საქართველოს. 2021-ს სიკეთე, სიყვარული, ხალისი, ჯანმრთელობა მოეტანოს. მინდა, რომ ახალ წელს ერთმანეთის მხოლოდ გაბრწყინებულ, უნიღბო და იმედიან სახეებს ვხედავდეთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0