დაფნა ხანდახან თავში ფესვებს უშვებს...

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველთვის მოიძებნებიან ესკიმოსები, რომლებიც ეკვატორული აფრიკის მოსახლეობას ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ საშინელი სიცხის დროს.

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ პოლონელი პოეტის, ფილოსოფოსის, სატირიკოსი მწერლისა და ავტორის, სტანისლავ ეჟი ლეცის (Stanisław Jerzy Lec, 1909-1966) აფორიზმებს.

CC0 / Photo: PublicDomain / სტანისლავ ეჟი ლეცი
დაფნა ხანდახან თავში ფესვებს უშვებს... - Sputnik საქართველო
სტანისლავ ეჟი ლეცი

• როდესაც მაიმუნმა გადაიხარხარა, და სარკეში თავისი თავი დაინახა, დაიბადა ადამიანი.

ორი რამ, რითიც ყველა მამაკაცი ამაყობს>>

• გამოუვალს ისეთ მდგომარეობას ვუწოდებთ, რომლიდან გამოსავალიც არ მოგვწონს.

• ადამიანები მარტონი არიან, რადგან ხიდების ნაცვლად კედლებს აშენებენ.

გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“ - Sputnik საქართველო
„სენი, რომელიც არც ბრძენს ინდობს და არც იდიოტს" – რას ამბობენ გენიოსები სიყვარულზე

• კანონის უცოდინრობა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. აი, კანონის ცოდნა კი — არცთუ იშვიათად ათავისუფლებს.

• აი, გაიტანე კიდეც თავით კედელი… და რას გააკეთებ მეზობელ კამერაში?

• სწორხაზოვნებო! ფრთხილად იყავით მოსახვევებში.

• არასდროს გაუღო კარი მას, ვინც კარს შენი ნებართვის გარეშეც აღებს.

• სათავეს რომ მიაღწიო, დინების საწინააღმდეგოდ უნდა იცურო.

• იყავით თვითნასწავლი, ნუ დაელოდებით, სანამ ცხოვრება გასწავლით.

• ყოველ ჯერზე, როცა ვამბობ „დიახ", წინასწარ ვხედავ, რამდენი „არა" დამიჯდება ეს.

• ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ ნათლად გამოხატული სრულფასოვნების კომპლექსი მიჩნდება.

ნაკვალევი თოვლში - Sputnik საქართველო
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია

• მოდით, ვიყოთ ადამიანები მანამდე მაინც, სანამ მეცნიერება არ აღმოაჩენს, რომ რაღაც სხვა ვართ.

• იტირეთ ცრემლებამდე! ეს აწყობს როგორც ოპტიმისტებს, ისე პესიმისტებს.

• ნუ ჰკითხავ ღმერთს სამოთხისკენ მიმავალ გზას — ის ყველაზე რთულ გზას გიჩვენებს.

• ხანდახან მხოლოდ გამბედაობა საკმარისი არ არის, თავხედობაც საჭიროა.

• ნუ უწოდებ ნივთებს თავის სახელს, თუ მათი გვარი არ იცი.

• ისტორიის ტყუილისგან გაწმენდის შემდეგ აუცილებელი არ არის, სიმართლე დარჩეს, ხანდახან საერთოდ არაფერი რჩება.

• საუბრის ხელოვნება რომ გაიზარდოს, შობადობა შემცირდება.

ფრენსის ბეკონი - Sputnik საქართველო
კარგი მსახური – უვარგისი საყვარელი, აბლაბუდა და შეყვარებული ბრძენი

• იმედი ხედავს უხილავს, გრძნობს მიუწვდომელსა და აკეთებს შეუძლებელს.

• შეიძლება მუზას მართლა ყველასთან სძინავს, მაგრამ შთამომავლობა მხოლოდ ერთეულებთან ჰყავს!

• ხანდახან გუბეც სიღრმის შთაბეჭდილებას ქმნის.

• თუ ცოლი გეუბნება: „რქიანო ეშმაკო!", ეშმაკს გულთან ახლოს ნუ მიიტან, მაგრამ რქებზე დაფიქრდი.

• დაფნა ხანდახან თავში ფესვებს უშვებს.

• მონების ოცნება: ბაზარი, სადაც თავისთვის ბატონების ყიდვა შეიძლება.

• ცხოვრება მავნებელია. ამისგან კვდებიან.

ჩარლზ ბუკოვსკი - Sputnik საქართველო
ყველა გენიოსი იბადება, ხოლო მიწაში იდიოტს დებენ...

• ყოველთვის მოიძებნებიან ესკიმოსები, რომლებიც ეკვატორული აფრიკის მოსახლეობას ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ საშინელი სიცხის დროს.

• იქ, სადაც უნისონში მღერიან, სიტყვებს მნიშვნელობა არა აქვს.

• ლამაზი ტყუილი? ყურადღება! ეს უკვე შემოქმედებაა.

• ისტორია მეორდება, რადგან არ გვყავს ისტორიკოსები, რომელთაც ფანტაზიის უნარი გააჩნიათ.

• სულელი — ესაა ადამიანი, რომელიც თავს ჩემზე ჭკვიანად მიიჩნევს…

• რაც უფრო ბნელა, მით უფრო ადვილია ვარსკვლავი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0