ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძე
ირინა ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა დროს ხშირად იცვლიდა საქმიანობის მიმართულებას, რადგან თვლის, რომ ხელოვანისთვის ახლის ძიება ყველა ეტაპზე უცილებელია.

ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად მუშაობდა სხვადასხვა მასალაზე – თექა, ბატიკა, გობელენი. ტყავებით, ზღვის კენჭებითა და ნიჟარებით საკუთარი დიზაინით სხვადასხვა სამკაულებსა და აქსესუარებს ქმნიდა. ვიტრაჟი ტიფანის ტექნიკით შეისწავლა. ამჟამად ფინიფტით მუშაობას ეუფლება.

თუმცა, ხელოვანი ირინა ნებიერიძე ყველაზე ხანგრძლივად – უკვე 15 წელია – მაინც ტიხრულ მინანქარზე მუშაობს.

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძე
ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე - Sputnik საქართველო
ირინა ნებიერიძე

- ქალბატონო ირინა, მოგვიყევით, სანამ ტიხრულ მინანქარს დაეუფლებოდით, როგორი შემოქმედებითი გზა გაიარეთ...

- ხელოვნება ყოველთვის ის სამყარო იყო, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი, ასეა დღესაც. თავის დროზე მოსე თოიძის სახელობის სასწავლებელი დავამთავრე. სამხატვრო აკადემიაში სწავლა ოჯახური მდგომარეობის გამო ვეღარ გავაგრძელე. ამიტომ საბუთები სულხან-საბას სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, დაუსწრებელზე გადავიტანე. პარალელურად ვმუშაობდი საჯარო სკოლაში და ზესტაფონის სამხატვრო სკოლაში ხატვის მასწავლებლად, სადაც თავის დროზე თავად ვსწავლობდი. ამის მერე მეგობართან ერთად დავაარსე სამხატვრო სკოლა-სტუდია, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, აბიტურიენტებს სახვით ხელოვნებას ვასწავლიდი.

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძის ნაშრომი
ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე - Sputnik საქართველო
ირინა ნებიერიძის ნაშრომი

- ტიხრული მინანქრის შესწავლის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- 15 წლის წინ, როცა ტიხრული მინანქრის შესწავლის შანსი გამიჩნდა, კეთილი ადამიანების ხელშეწყობით დავეუფლე ამ ტექნიკას და დღემდე ამ მიმართულებით ვმუშაობ. მინანქარი ძირითადად ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე მზადდება, შეიძლება ასევე ხესთან კომბინაციაც. მე ძირითადად ძველი, ტრადიციული მეთოდით ვმუშაობ. თუმცა ოსტატს განუსაზღვრელი შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ინოვაციური და თუნდაც ამბიციური იდეების განსახორციელებლად. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ტიხრული მინანქარი – ეს მუდმივად განახლებადი ხელოვნებაა. იმდენად საინტერესო მასალაა, რომ სხვა მასალისკენ აღარც ვიხედები. მასზე მუშაობის ტექნიკური საშუალებები ამოუწურავია. ტიხრული მინანქარი შემოქმედებითი კუთხითაც ძალიან საინტერესოა. საერთოდ ტიხრული მინანქრის შესწავლა, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, მთავარია, სურვილი ჰქონდეს. თუმცა მხატვრულად რამდენად ღირებულ ნივთს შექმნი, ეს უკვე ადამიანის ნიჭსა და ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული.

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძის ნაშრომი
ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე - Sputnik საქართველო
ირინა ნებიერიძის ნაშრომი

- ძირითადად რომელ სახელოსნოში მუშაობთ?

- უკვე 14 წელია, რაც ვმუშაობ „ფოკანში“ (Pokany) – ეს ფოკას დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნოა, რომლის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძეა. აქ ვამზადებთ მინანქარში შესრულებულ როგორც საეკლესიო ნივთებს, ასევე სხვადასხვა სამკაულებს. დღეს ძირითადად შეკვეთებზე მიწევს მუშაობა და ჩემი იდეების განსახორციელებლად დრო თითქმის არ მრჩება. გამოფენებში მონაწილეობაც ძირითადად ფოკანის სახელოსნოს სახელით მაქვს მიღებული, პერსონალური ჯერჯერობით არ მქონია, მაგრამ იგეგმება. ბოლო დროს შევისწავლე ვიტრაჟი ტიფანის ტექნიკით, რომელიც არანაკლებ საინტერესოა. მოკლედ, სულ ძიებაში ვარ.

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძის ნაშრომი
ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე - Sputnik საქართველო
ირინა ნებიერიძის ნაშრომი

- ტიხრულ მინანქრამდე ხელნაკეთ ნივთებს ქმნიდით...

- ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად სხვადასხვა მასალას ვიყენებდი. ვმუშაობდი თექაზე, ბატიკაზე, გობელენზე. მქონდა საკუთარი მიგნება – ტყავებით, ზღვის კენჭებით და ნიჟარებით ჩემივე დიზაინით სამკაულებს და ჩანთებს ვაკეთებდი.

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძე
ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე - Sputnik საქართველო
ირინა ნებიერიძე

- ამ ეტაპზე რის შესწავლას აპირებთ?

- დღეს ვეუფლები ფინიფტით მუშაობას, რაც ფერწერული მინანქარია თავისი მდიდარი ისტორიით. ფინიფტს ძირითადად ხატწერაში იყენებენ. ეს არის მინანქარი ტიხრების გარეშე. პუდრისებური მასალაა, რომელსაც სპეციალურ გამხსნელში აზავებენ და მასზე წვრილი ფუნჯით მუშაობ. მსგავსი ტექნიკა რამდენადაც რთულია, იმდენად საინტერესოა. მინიატურებში მისწრებაა.

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძის ნაშრომი
ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე - Sputnik საქართველო
ირინა ნებიერიძის ნაშრომი

- ყველაზე უჩვეულო შეკვეთა რომელი გქონდათ?

- ბევრი განსხვავებული ნივთი მაქვს დამზადებული. ქართველების გარდა უცხოელებისთვისაც ბევრი ნაკეთობა დამიმზადებია. უცნაური შეკვეთებიც მქონია, მაგალითად, ერთხელ უცხოეთიდან ლამბაქის ზომის ბროშის დამზადება მთხოვეს...

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძის ნაშრომი
ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე - Sputnik საქართველო
ირინა ნებიერიძის ნაშრომი

- როდესაც ნამდვილ ხელოვნებასთან გვაქვს საქმე, აქ, ალბათ, განწყობა მეორეხარისხოვანი არ არის...

- რა თქმა უნდა, განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შენი განწყობა და ენერგია ყოველთვის გადადის ნაკეთობაში. ამიტომ სანამ სამუშაოს დაიწყებ, ნეგატიური აზრები უნდა გააქრო შენი გონებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ნამუშევარი შეიძლება ისეთი არ გამოვიდეს, როგორიც ჩანაფიქრში იყო. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სახლში, სადაც ცხოვრება გიწევს, ბევრი უჩვეულო და ხელით დამზადებული ნივთი იყოს. ჩემი სახლის ინტერიერისთვის მინანქარში დამზადებულ რაიმე პანოს შევიძენდი სიამოვნებით.

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძის ნაშრომი
ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე - Sputnik საქართველო
ირინა ნებიერიძის ნაშრომი

- ხელოვნებასთან მიახლოება სულიერი გადარჩენის ერთ-ერთი გზაა, ეს ეპიდემიის დღეებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა...

- დიახ, დღევანდელ სიტუაციაში ხელოვნება, მასთან მიახლოება თვითგადარჩენის ტოლფასია. ხელოვნება ხომ ყველასთვისაა. თუ ღმერთმა ადამიანს ნიჭი მისცა, ჩემი აზრით, მას არა აქვს უფლება, რომ გაჩერდეს და რაიმე არ შექმნას. ხშირად მიწევს რელიგიურ თემატიკაზე მუშაობა. სხვადასხვა წმინდანების გამოსახულებით ბევრი ხატი მაქვს დამზადებული.

© photo: courtesy of Irina Nebieridzeირინა ნებიერიძე
ტიხრული მინანქარი როგორც მუდმივად განახლებადი ხელოვნება, ანუ როცა უფლება არ გაქვს გაჩერდე - Sputnik საქართველო
ირინა ნებიერიძე

- ვიცი, რომ სამების ტაძარში ბევრი თქვენი ნამუშევარია...

- დიახ. სამებაში ბევრი ნამუშევრია, თუმცა ამაზე საუბარი მერიდება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იმ ტაძარში დაბრძანებული იმედის ხატის დამზადებაში მეც მივიღე მონაწილეობა. ეს ხატი ოქროშია შესრულებული და პატრიარქის კურთხევით ჩვენს სახელოსნოშია დამზადებული.

- რისთვის უნდა ადამიანს იმედი?

- იმისთვის, რომ გადარჩეს... თუმცა იმედი ზოგჯერ ერთგვარი მუხრუჭიცაა, მაგრამ ეს ალბათ უკვე სხვა საუბრის თემაა...       

 

ყველა ახალი ამბავი
0